საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

თარიღი: მარტი 12, 2021

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს:

„გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ექვსი ცვლილება შერკინებაში

როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან მარქაფაში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ,გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში დაწინაურდა, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკრო-ტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

„ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის“ – ამბობს მაისაშვილი.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება.

ფრთებზე როტაციის პრინციპით აკა ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს.

9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია. მარქაფაში გადაინაცვლა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

მაისაშვილის თქმით, ეს ცვლილებები ასევე როტაციის პრინციპითაა გამოწვეული და აუცილებლად ეცდება ბაბუნაშვილს სათამაშო დრო მისცეს:

„რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ თავს გამოიჩენს“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

II ტური

14 მარტი. მადრიდი. 15:45 (საქ. დრო)

ესპანეთი  საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (3 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (30კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (73 კეპი, 60 ქულა), 11. დემე თაფლაძე (7 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), 9. გელა აფრასიძე (31 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80 კეპი, 55 ქულა), 3. გია ხარაიშვილი (1 კეპი), 4. ლაშა ჯაიანი (8 კეპი), 5. დავით გიგაური (8 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), 7. ირაკლი ცხადაძე (1 კეპი), 8. თორნიკე ჯალაღონია (6 კეპი, 5 ქულა);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (63 კეპი, 20 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (24 კეპი, 15 ქულა), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (62 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (2 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სანდრო თოდუა (90 კეპი, 65 ქულა).

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა. შეხვედრის [&...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
რაგბი

ზოიძე: “მაისაშვილი ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში”

რაგბის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილს კოვიდი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ […]...
წაკითხვა
რაგბი

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაა...
წაკითხვა
რაგბი

ლეგენდარული მამუკა გორგოძის დასაფასებელი საქციელი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა […]...
წაკითხვა