საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ

თარიღი: აგვისტო 27, 2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 სექტემბერს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეის რესპუბლიკის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდება. კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან 5 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის მზადებას გააგრძელებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. უახლოესი ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაეხმარება, დანიასთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას ნაკრების კაპიტანი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია: დინამო თბილისის წევრი ლევან შენგელია და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 2 სექტემბრიდან ქალაქ სტამბოლში გეგმავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა – საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო – დანია

GFF.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დელ პიერო: “სალაჰი უკვე ღმერთია – არა მხოლოდ ეგვიპტეში”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, “ლივერპულის” ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს შეაქო, რომელიც ინგლისში 2017 წლიდან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბურთი (ფოტო)

“ადიდასმა” ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფინალური მატჩის ოფიციალური ბურთის ფოტოები გაავრცელა. ბურთი უახლესი ტექოლოგიებითაა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი: “მაგუაირი უნდა გაეძევებინათ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჰარი მაგუაირი ბატშუაისთან უხეშობის გამო მოედნიდან უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირის გოლი “ჩელსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Maguire goal vs Chelsea (0-2) Fernandes with the assist #mufc pic.twitter.com/8GXyMroESm — United […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა ჰარი მაგუაირმა “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩის 21-ე წუთზე ჰარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “ტორინოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო rebic opens the score for milan… let's go. #miltor pic.twitter.com/ULh3WVeL2F — Kobe. (@WinItForKobe) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქმა თავდამსხმელმა ხუთ წუთში ორი პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

17 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში “გაზიანთეფმა” საკუთარ მოედანზე “რიზესპორი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

არსენ ვენგერი “სიტის” დისკვალიფიკაციაზე: “დამრღვევი უნდა დაისაჯოს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, უეფას მიერ “მანჩესტერ სიტის” დასჯის საკითხს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საული: “ჩვენ ვიცით, სად და როგორ უნდა დავარტყათ “ლივერპულს”

“ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ “როხიბლანკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საულ ნიგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ პიერო: “შესაძლოა, “იუვენტუსში” მუშაობა პეპის ბედისწერა იყოს”

“ბიანკონერის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუსიენ ფავრი: “პარი სენ-ჟერმენი” უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ნეიმარი”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა, ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუსთვის” იბრძოლებს

თბილისის “საბურთალოს” ყოფილი თავდამსხმელი კარიერას სომხეთში გააგრძელებს. ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუში” გადავიდა, რომელიც სომხეთის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ინვესტორი გარდაიცვალა

ბათუმის “დინამო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუნდის სამეთყვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, ჯონი ბაკურიძის გარდაცვალების გამო. მრავალ სხვა [&hel...
წაკითხვა