<

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

თარიღი: დეკემბერი 3, 2020

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

დუბლინში ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილებებია მარქაფაშიც.

ტრავმების გამო ფიჯისთან ვერ ითამაშებენ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე. მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნითი მატჩისთის საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია:

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები, სტატიკური მდგომარეობა, ვაკვირდებოდით ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. არის სამწვრთნელო ალღოც, რომელსაც უნდა დაეყრდნო და ვეცადე მაქსიმალურად ძლიერი და გამოცდილი გუნდი დამეყენებინა. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია“.

„ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ბექა გორგაძე, რომელსაც ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, ის საოპერაციოა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ასეთი რამ ხშირია და ვერაფერს ვიზამთ“.

თოდუა მჭედლიძის ნაცვლად
„შემოდგომის ერთა თასზე“ ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ზედიზედ მეოთხედ შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე, რომელმაც ირლანდიას ტურნირზე პირველი ქართული ლელო გაუტანა. ეს წყვილი გაუვალი იყო დაცვაშიც და ჯამში 39 ბოჭვა შეასრულეს.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკა ტაბუცაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება.

ფულბეკის პოზიციაზე მეორე თამაშს იწყებს სოსო მათიაშვილი.

ხაზში შეცვლაზე კვლავ დემურ თაფლაძე და დავით ნინიაშვილი, ხოლო 9 ნომერზე მარქაფაში გელა აფრასიძე ბრუნდება.

ორი ცვლილება შერკინებაში
წინა თამაშის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი. ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ, ხოლო კვაჭი შალვა მამუკაშვილია. ტურნირზე ამ პირველი ხაზით თამაშები ინგლისთან და ირლანდიასთან დავიწყეთ.

ორი ცვლილებაა პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი ბრუნდებიან. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა გიორგი მელიქიძემ.

უელსთან ტრავმირებული ნეკნი მოიშუშა და მეორე ხაზში ძირითადში ბრუნდება კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო მარქაფაში გრიგორ ქერდიყოშვილი გამოჩნდა.

ტრავმით გამოწვეული ცვლილებაა მესამე ხაზში, სადაც ბექა გორგაძის ნაცვლად, შერკინების შემკვრელად თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, ხოლო ფლანკერად ძირითადში ოთარ გიორგაძე ბრუნდება. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძე იქნება. მესამე ხაზში შეცვლაზე ამჯერადაც მიხეილ გაჩეჩილაძეს ვიხილავთ.

საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში
აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე მატჩში, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე პირველი. მაისაშვილი ამის საფუძვლად რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და ანალიზს უკეთ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტში შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. დახვეწის პროცესშია ჩვენი თამაშის მართვა“.

„უმნიშვნელოვანესია ფიზ.მომზადება, სადაც გუნდი უნაკლოდაა მომზადებული. ამ მხრივ უფრო კარგად ვართ, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიყავით, წინ მივდივართ და ეს აბსოლიტურად ქართველებით დაკომპლექტებული ფიზ.მომზადების ჯგუფის – ირაკლი ჭყონიას, დავით ნემსაძისა და ნიკა პინაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი“.

„ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. მთლიანობაში, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე, ახლა ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე იყო და თამაშობდა თუ არა, ყველა მათგანი სრულად იყო ჩართული მზადების პროცესში“.

შემოდგომის ერთა თასი. მე-7 ადგილისთვის
5 დეკემბერი. 16:00 საათი (საქ. დრო)
ედინბურგი. მარიფილდი
საქართველო – ფიჯი
საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა