საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

თარიღი: ივნისი 14, 2018

შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე შეხვედრას გამართავენ და არაოფიციალურ ფინალში მასპინძელ ფიჯის შეხვდებიან.

სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, ფიჯელებმა 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ, ბორჯღალოსნები 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ.

შეგახსენებთ, წელს ‘წყნარი ოკეანის თასის’ გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 5 საათზე ტონგა-სამოას ეთამაშება.

მესამედ ფიჯისთან

ბორჯღალოსნები ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და ამ მომენტისთვის გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3 სძლიეს.

წლევანდელი ივნისის ტესტებისთვის, ფიჯელებმა ყველა უძლიერესს უხმეს. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სადაც ფიჯის 3 ოქტომბერს, ოსაკაში უნდა შევხვდეთ.

ხუთი ცვლილება

ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. სრულადაა შეცვლილი პირველი ხაზის მარქაფა და თამაშში გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე ჩაერთვებიან.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ‘ფრანგი ბარბაროსებისა’ და ტონგას წინააღმდეგ არ უთამაშია. მეორე ფლანკერად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს, ხოლო ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი შევა.

უცვლელი დარჩა ღერძი, თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იწყებენ, ხოლო ცენტრში დავით კაჭარავას ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძემ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

‘ფრანგ ბარბაროსებთან’ მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ფრთაზე დადგება, ხოლო მეორე ფრთა ანზორ სიჭინავა, ან ალექსანდრე თოდუა იქნება. ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს ვიხილავთ, რომელმაც ტონგასთან ყველა, 16-ივე ქულა პირად ანგარიშზე ჩაიწერა.

ხაზის მარქაფაში არიან გამოცდილი გიორგი ბეგაძე და მერაბ კვირიკაშვილი, ასევე ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე, რომელიც ტონგასთან მატჩის დებიუტში დაშავდა და მე-4 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

23-კაციან განაცხადში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც შარშანწინ სუვაში, ფიჯისთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ. ესენი არიან: ლობჟანიძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, კვესელაძე, ჩილაჩავა, ჭყოიძე, მელიქიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, კოლელიშვილი და გიორგაძე.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა