საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში

თარიღი: მარტი 4, 2021

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშება. წლევანდელი (და მომავალი წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ახალი მოთამაშეების გამოცდასთან ერთად, სასურველი შედეგიც მივიღოთ:

„განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“.

ახალგაზრდები და გამოცდილები შერკინებაში

რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ. ორივე მათგანმა სასტარტოში ბოლოს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშეს. გოგიჩაშვილს ძირითადში მეექვსედ, ხოლო მელიქიძე მეოთხედ ვიხილავთ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. ამ წყვილმა ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“, ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად – ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

ხაზი

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში, ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბეკად ირჯებოდა.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ‘გლოსთერს’ შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

სამი დებიუტანტი მარქაფაში

სამი დებიუტანტია მარქაფაში – ‘რასინგ 92’-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, ‘ბრივის’ მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ‘აიას’ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც.

გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე მეორეხაზელი დავით გიგაური.

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

„გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. ძირითად შემადგენლობაში არიან გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. გოგიჩაშვილი რუსეთთან თამაშისთვის კლუბმა არ გამოუშვა და ახლა ჩვენთანაა, მელიქიძემ კი ყველა თამაშში დაამტკიცა, რომ დასაყრდენი ძალაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა“.

„პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს“.

„დიდი ხანია მგეზავად არ გვინახავს ლაშა ხმალაძე, 9 ნომრად კი შანსს გელა აფრასიძე მიიღებს, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს ხოლმე შესვლა. ეს ტაქტიკური ცვლილებაა და გარდა ამისა, ამ ბიჭებმა, ასევე მიხეილ ალანიამ, რომელიც მარქაფაშია, შანსი დაიმსახურეს“.

„ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება სანდრო თოდუა, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა. ასევე დაგვიბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც მერაბ შარიქაძესთან კარგადაა შეთამაშებული და დარწმუნებული ვარ, ის დიდ ენერგიას შეგვმატებს“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

I ტური

6 მარტი. ლისაბონი. 19:00 (საქ. დრო)

პორტუგალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
რაგბი

ზოიძე: “მაისაშვილი ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში”

რაგბის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილს კოვიდი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ […]...
წაკითხვა
რაგბი

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაა...
წაკითხვა
რაგბი

ლეგენდარული მამუკა გორგოძის დასაფასებელი საქციელი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ლიეტუვას რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ირმანტას კუკულსკისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილი გამოუგზავნა, რომელი ბოლო დღეებში მომხდარს […]...
წაკითხვა