საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

თარიღი: მარტი 26, 2021

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.

ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად

ერთი, იძულებითი ხასიათის ცვლილებაა ხაზში. დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, რომელიც პორტუგალიასთან მგეზავი იყო, მას შემდეგ კი არ უთამაშია.

დანარჩენმა უკანახაზელებმა ადგილი შეინარჩუნეს. ღერძს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე წარმოადგენენ; ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის წყვილს ვიხილავთ; ფრთებზე ალექსანდრე თოდუა და აკა ტაბუცაძე იწყებენ.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: 9 ნომრის შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა; მგეზავს გიორგი ბაბუნაშვილი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუსეთთან ჰქონდა; ფულბეკად თამაშში სოსო მათიაშვილიჩაერთვება.

ორი ცვლილება და ერთი უკეპო შერკინებაში

ორი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ამჯერად კვაჭად თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს, ხოლო გიორგი ჭყოიძემ მარქაფაში (ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად) გადაინაცვლა.

ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა – ბექა გიგაშვილმა და გიორგი მელიქიძემ; მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანისა და დავით გიგაურის წყვილი; ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი თხილაიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია.

მეორე ხაზში შეცვლაზე კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შევა, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და გია ხარაიშვილი შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ ‘ყოჩების’ ბურჯი აბულაძე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მან გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა, რომელიც შეთანხმების თანახმად ‘რასინგ 92’-ს დაუბრუნდა.

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილი ამბობს:

„ნიკამ კარგად იმუშავა ამ ოთხი კვირის განმავლობაშია. სამწუხაროა, რომ კუნთის დაჭიმვის გამო ქონდა პატარა ჩაგდება, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და დებიუტისთვის მზად არის. ნინიაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ტრავმა ვერ მოიშუშა და მის ნაცვლად ფულბეკად ლაშა ხმალაძეა. მისთვის ეს პოზიცია ნაცნობია და ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თამაში მან უნდა დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ბექა საღინაძე დაგვიბრუნდა, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა. ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

IV ტური28 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00 (საქ. დრო)

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა).



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა