საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

თარიღი: იანვარი 30, 2020

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

წლის პირველ შეხვედრას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, ჩვენი გუნდი 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს და ის 18 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეტები იყიდება დინამო არენას სალაროებში და ონლაინ

გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე ის ბორჯღალოსნებმა 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები მას 8-ჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა.

 

ნაცადი რაზმით ისტორიულ მეტოქესთან

ლევან მაისაშვილმა წლის პირველი შეხვედრისთვის არჩევანი ნაცად მორაგბეებზე შეაჩერა. რუმინეთთან მატჩს და ზოგადად რაგბი ევროპას გამოტოვებს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

„სტეჟართან’ საქართველოს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. გამოცდილი ბურჯი 1 თებერვალს ნაკრების კვართით მე-60 შეხვედრას ჩაატარებს. მასთან ერთად შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და ნოდარ ჭეიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იწყებენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მესამეხაზელი 23 წლისაა, ჭეიშვილმა და ცუცქირიძემ (ტრავმა) კი 2019 წლის მსოფლიო თასი გამოტოვეს და ნაკრებს ახლა უბრუნდებიან.

9 ნომრად თამაშს იწყებს ასევე 23 წლის ვასილ ლობჟანიძე და ის უკვე 50-ე კეპს მოიხვეჭს. მგეზავად მას ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი კვესელაძისა და დავით კაჭარავას დუეტს ვიხილავთ. კაჭისთვის ეს 120-ე სანაკრებო მატჩი იქნება. ფრთებზე თამაშს ალექსანდრე თოდუა და მირიან მოდებაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც მე-80 კეპს მოიხვეჭს.

მე-80-ე სანაკრებო მატჩია შალვა სუთიაშვილისთვისაც, რომელიც მეორე ხაზის მარქაფაშია. მესამე ხაზში შეცვლაზე ბექა საღინაძე შევა, ხოლო პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილს, გიორგი მელიქიძეს და გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ.

9 ნომრის მარქაფა გელა აფრასიძეა, ხაზის თამაშს კი ლაშა მალაღურაძე და სოსო მათიაშვილი გააძლიერებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020

I ტური 1 თებერვალი

თბილისი. დინამო არენა. 18 საათი

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).

სამატჩო შეამდგენლობა დეტალურად კეპების მითითებით იხილე აქ

Rugby.ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ორმა ქართველმა მორაგბემ “ლიონთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ორი წევრი – ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ალავიძე: “რაგბის კავშირში 6 მილიონი ვალი დაგვხვდა”

რაგბის კავშირის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “რაგბის კავშირში 6 მილიონზე მეტი ვალი […]...
წაკითხვა
რაგბი

ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. სპორტულ მიმართულებას ლაშა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
რაგბი

“მსაჯობა გინდა?” – ქართველი მსაჯის შეკითხვამ მორაგბე და კომენტატორები გა

20 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლინ ჯონსი: “სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ ქართველებს კონტაქტურ ბრძოლაში…

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის მესამე ტურში, რუსეთთან გამარჯვების (6:23) შემდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

შარიქაძე: “რამდენიმე დღის წინ ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ “ბორჯღალოსნება” რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება რამდენიმე დღის წინ [...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „ესპანეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ...
წაკითხვა
რაგბი

“ლელო-სარასენსისა” და “აიას” ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიც

“ლელო-სარასენსისა” და ქუთაისის “აიას” ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საქართველოს [&...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის პრეზიდენტად დარეგისტრირება დაახარვეზა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა. ამჯერად, მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სტუმრად ესპანეთი 25:19 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]...
წაკითხვა
რაგბი

ტყემალაძემ გორგოძეს პრეზიდენტობა შესთავაზა – მამუკას პასუხი

რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მან არჩევნებამდე პრეზიდენტის პოსტი ვეტერან მორაგბეს, მამუკა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 […]...
წაკითხვა