საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

თარიღი: ოქტომბერი 22, 2020

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება
23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – ‘ბორდოს’ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია.

მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 209-ს შეადგენს. აქედან 30-ზე მეტი კეპი მხოლოდ ნარიაშვილს და ბრეგვაძეს აქვთ მოხვეჭილი.

ხაზი
უფრო მეტი, 248 კეპია ხაზის შვიდი მოთამაშის ანგარიშზე. აქედან ორს – აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ნაკრებში მხოლოდ ორ-ორჯერ უთამაშიათ.

9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება.

ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

მარქაფა
გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზეა შალვა მამუკაშვილი, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე ბურჯებს შეცვლიან.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დებიუტის შემდეგ, მეორე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში გამოცდილი გიორგი თხილაიშვილია.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხაზს კი გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე გააძლიერებენ.

ოპტიმალური შემადგენლობა ტრავმების ფონზე
ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, რომელმაც რეაბილიტაციის პროცესი ახლახანს დაასრულა და ‘ბაიონს’ შეუერთდა, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისისა და შემადგენლობის შესახებ ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს“.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“.

როგორც იცით, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩი, რამაც ბორჯღალოსნებს „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებაში პრობლემები შეუქმნა:

„ამ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“.

23 ოქტომბერი. 22:30 საათი (საქ. დრო)

ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი

შოტლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ნიკოლოზ ალავიძე: “რაგბის კავშირში 6 მილიონი ვალი დაგვხვდა”

რაგბის კავშირის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “რაგბის კავშირში 6 მილიონზე მეტი ვალი […]...
წაკითხვა
რაგბი

ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. სპორტულ მიმართულებას ლაშა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
რაგბი

“მსაჯობა გინდა?” – ქართველი მსაჯის შეკითხვამ მორაგბე და კომენტატორები გა

20 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლინ ჯონსი: “სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ ქართველებს კონტაქტურ ბრძოლაში…

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის მესამე ტურში, რუსეთთან გამარჯვების (6:23) შემდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

შარიქაძე: “რამდენიმე დღის წინ ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ “ბორჯღალოსნება” რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება რამდენიმე დღის წინ [...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „ესპანეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ...
წაკითხვა
რაგბი

“ლელო-სარასენსისა” და “აიას” ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიც

“ლელო-სარასენსისა” და ქუთაისის “აიას” ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საქართველოს [&...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის პრეზიდენტად დარეგისტრირება დაახარვეზა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა. ამჯერად, მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სტუმრად ესპანეთი 25:19 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]...
წაკითხვა
რაგბი

ტყემალაძემ გორგოძეს პრეზიდენტობა შესთავაზა – მამუკას პასუხი

რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მან არჩევნებამდე პრეზიდენტის პოსტი ვეტერან მორაგბეს, მამუკა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძე: “იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე, ჯიბეში ჩაიდე?!”

ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა და იოსებ ტყემალაძეს მიმართა. “იოსებ, ფიქრობ, […]...
წაკითხვა
რაგბი

სიმონ მაისურაძე: “ავად არის საქართველო და მკურნალობა სჭირდება”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა სიმონ მაისურაძემ რაგბის კავშირის არჩევნების შესახებ ისაუბრა. ვეტერანი მორაგბის თქმით, […]...
წაკითხვა