საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრან პრიზე
29-31 მარტს საქართველოში, თბილისის გრან პრი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 53 ქვეყნის 411 ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს ნაკრები თბილისის გრან პრიზე ვაჟთა და გოგონათა ნაკრებებით იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურმა თბილისის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა. მათივე თქმით, შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს.
ვაჟები:
-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, ირაკლი კუპატაძე;
-66კგ: ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, გიორგი თუთაშვილი;
-73კგ: ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი;
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი;
-100კგ: ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი;
+100კგ: გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე.
გოგონები:
-48კგ: ნატალია ყიფშიძე, მარი მახარაშვილი, მარიამ ციხელაშვილი;
-52კგ: მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი;
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-63კგ: მზია ბებოშვილი;
-70კგ: მარიამ ჭანტურია;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი;