საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

თარიღი: ნოემბერი 23, 2018

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ბოლო მატჩისთვის 23 მორაგბე დაასახელა.

თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და მისი მეტოქე ტონგა იქნება. თამაში 18 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში, ასევე ონლაინაა შესაძლებელი

ცვლილებები პირველ ხაზში

მილთონ ჰეიგმა გასულ შაბათს სამოასთან გამარჯვებული (27:19) გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა და ორივე შერკინების პირველ ხაზში. ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად კვაჭი შალვა მამუკაშვილი იქნება, ხოლო მარჯვენა ბურჯად ლევან ჩილაჩავა დადგება, რომელსაც სამოას წინააღმდეგ არ უთამაშია. მამუკაშვილი და ჩილაჩავა სასტარტოში ივნისში, ტონგასა და ფიჯისთანაც იყვნენ. მარცხენა ბურჯად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა.

წინა ორი მატჩის მსგავსად, მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლაშა ლომიძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში კვლავ ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იქნებიან.

სამოასთან მატჩის შემდეგ უცვლელია ხაზი: 9 და 10 ნომრებზე ვასილ ლობჟანიძესა და თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით მეორე თამაშს იწყებს. ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან. ჩვენი კაპიტანი 24 ნოემბერს მე-60 კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე ზურაბ ძნელაძე და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება.

გამოცდილები მარქაფაში

მარქაფაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე ჯაბა ბრეგვაძე შევა, კვლავ განაცხადშია ბექა გიგაშვილი, ხოლო მარცხენა ბურჯად ზურაბ ჟვანია გამოჩნდება, რომელსაც სამოასთან არ უთამაშია.

მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილი ითამაშებს, მესამეში კი ერთბაშად ორი შეცვლა გვყავს – ბექა ბიწაძე და გიორგი თხილაიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ნაკრებში წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.

9 ნომრის შეცვლაზე გელა აფრასიძე გვეყოლება, ხოლო ხაზში ტრავმა მოშუშებული მერაბ კვირიკაშვილი ბრუნდება, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტი, 114 თამაში აქვს ჩატარებული და საუკეთესო მექულეა – 833 ქულა.

ღია ვარჯიში

დღეს ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.

წლის გამარჯვებით დასრულებაზე ფიქრობს ჯაბა ბრეგვაძე:

„ეს ჩვენი ბოლო თამაშია 2018 წელს და გვსურს წელიწადი დადებით ნოტაზე დავასრულოთ. ადვილი თამაში ნამდვილად არ იქნება. ვეცდებით საწყის წუთებში ისეთი შეცდომები აღარ დავუშვათ, როგორიც სამოასთან გვქონდა და მეტოქეს პირველივე წუთებიდან მოვახვიოთ ჩვენი თამაში. ტონგას ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ყავს. უნდა ვეცადოთ, რომ კარგები ვიყოთ ბოჭვებისას და არ მივცეთ მანძილის მოგების შესაძლებლობა, რასაც სამოა პირველ ტაიმში ახერხებდა“.

გულშემატკივარს კარგ სანახაობას პირდება შალვა სუთიაშვილი:

„ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილები ვართ. ვიცით რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით და ვფიქრობთ, რომ მზად ვართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს საქომაგოდ იტალიაში ჩამოვიდნენ. „ავჭალაში“ ყველა მსურველმა ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა ახლა უფრო დიდ სტადიონზე ვთამაშობთ და მაყურებელს კარგ სანახაობას ვპირდებით.

სამოასთან მატჩში პირველი კეპი მოიხვეჭა გურამ გოგიჩაშვილმა, რომელიც ტონგასთან განაცხადში არაა, თუმცა მზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ეროვნულის კვართით, ამ ბიჭების მხარდამხარ თამაში მომიწია. ამით ჩემი ოცნება ახდა. ტონგას ძლიერი და სუსტი მხარეები შევაფასეთ. მეტოქე დაცვაში მჭიდროდ თამაშობს, ვეცდებით ბურთი გავუშალოთ და მეტოქე ღია თამაშში დავჯაბნოთ“.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა