საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. ეროვნული გუნდი მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 2 ოქტომბერს დაიწყებს, ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი დაასახელა,რომელიც მოახლოებულ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო,თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი,პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი,რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); ოთარ კიტეიშვილი (დინამო.თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი,გერმანია).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია),ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
ამ ეტაპისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა,რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო,თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო,თბილისი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), თეიმურაზ შონია (დინამო,ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია).
საქართველოსა და უელსის საფეხურთო დაპირისპირება, 6 ოქტომბერს, 20 საათზე დინამო არენაზე შედგება. სერბეთისა და საქართველოს მატჩი, ბელგრადში 9 ოქტომბერს გაიმართება.