საქართველოს ნაკრების წევრი ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთა ასეულში
უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი – გიორგი ლორია მოხვდა, რომელმაც 982 ქულით რეიტინგის 64-ე ადგილი დაიკავა. ლორიამ ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაუშვა და 34 სეივი ჩაიწერა, რაც საშუალოდ თითო შეხვედრაში შესრულებული 4,25 სეივია, მისი გადაცემების სიზუსტე კი 75 პროცენტს (159/215) უტოლდება.
ტურნირზე ფეხბურთელთა გამოსვლა სპეციალურად შემუშავებული ალოგირთმის გამოყენებით შეფასდა.
1. მემფის დეპაი (ჰოლანდია) — 2607 ქულა
2. ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია) — 2518 ქულა
3. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) — 2401 ქულა
4. მატეის დე ლიხტი (ჰოლანდია) — 2195 ქულა
5. იასპერ სილესენი (ჰოლანდია) — 1885 ქულა
6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) — 1878 ქულა
7. ბერნარდუ სილვა (პორტუგალია) — 1847 ქულა
8. რუბენ დიაში (პორტუგალია) — 1785 ქულა
9. სერხიო რამოსი (ესპანეთი) — 1783 ქულა
10. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) — 1763 ქულა
64. გიორგი ლორია (საქართველო) — 982 ქულა
120. ჯაბა კანკავა (საქართველო) — 776 ქულა
153. გურამ კაშია (საქართველო) — 692 ქულა