საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო. დაბა ბად ჰერინგში, 26 მაისს საქართველოს ნაკრებმა 12 ფეხბურთელის შემადგენლობით მსუბუქი ვარჯიში გამართა.
მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია),
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი)
ვლადიმირ ვაისმა უახლოეს ორ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მალტასთან მატჩისთვის მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ნაკრებს 27-28 მაისს შეუერთდება. ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს, მხოლოდ ლუქსემბურგთან მატჩში დაეხმარებიან.
ამხანაგური მატჩების განრიგი
1 ივნისი
საქართველო-მალტა
(მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება)
5 ივნისი
ლუქსემბურგი-საქართველო
საქართველოს ნაკრების 27-კაციანი შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
სფფ-ის პრესსამსახური