საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

თარიღი: აგვისტო 29, 2016

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საფეხბურთო მოედანზე გამართეს. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე 21 ფეხბურთელი იყო. ნაკრების პირველ ვარჯიშს ხუთი ლეგიონერი: ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი მაკარიძე არ ესწრებოდნენ. ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან. ვლადიმირ ვაისს ავსტრიასთან მატჩში ტრავმის გამო ორი მოთამაშე გამოაკლდა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას აღნიშნული მიზეზით ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე გამოტოვებენ. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორ სასტუმრო „ჰუალინგში“ იცხოვრებს.

უკვე ცნობილია ოფიციალური ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების ჩატარების განრიგი.

4 სექტემბერი, კვირა

12.00 ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკოფენრენცია – დინამო არენა
13.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია – დინამო არენა
17.45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში – ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელი ბაზა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ვარჯიში ღიაა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისათვის საწყისი 15 წუთი)
19.00 ავსტრიის ნაკრების ვარჯიში – დინამო არენა (ვარჯიშია ღიაა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისათვის საწყისი 15 წუთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 5 სექტემბერს, საქართველო-ავსტრიის მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა 1 სექტემბრამდე უნდა მიმართონ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)


GFF.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო

“ბარსელონამ” თვალი სოიონჩუს დაადგა “ლესტერ სიტის” თურქი მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ბარსელონას&...
წაკითხვა
ფეხბურთი

UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედო” “თელავს” დაუზავდა

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრის წინ დიდი ხნის შემდეგ ითამაშა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სევილიამ” “რომას” გაკვეთილი ჩაუტარა, ჯერარდი “ლევერკუზენთან

6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:55 საათზე ევროპა ლიგის ორმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრამ აიღო სტარტი. “ბაიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანელკა “რეალში” გატარებულ პერიოდზე: “კოშმარი იყო”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლას ანელკამ, აღიარა, რომ “რეალში” გატარებული პერიოდი უარყოფითად ახსენდება და [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიომინი ფარფანს: “მათ ხვიჩა ვერ შეირგეს, გული არ დაგწყდეს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. ფარფანს სიომინის ფორმაციაში მნიშვნელოვანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუს თქმით, მესი კარიერას სამ-ოთხ წელიწადში დაასრულებს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ, დარწმუნებულია, რომ ლეო მესი კარიერას “კამპ ნოუზე” დაასრულებს. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას მიიღებს ევროპა ლიგის გამარჯვებული?

5 აგვისტოს ევროპა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება განახლდა და ცნობილი გახდე იმ ოთხი კლუბის ვინაობა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემირო: “ზიდანთან საუბრისას დღესაც კი ვნერვიულობ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც ზიდანის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, ფრანგ სპეციალისტთან მუშაობის თავი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო

ანანიძე რუსეთს უბრუნდება 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” პატრიოტული პერფორმანსი

ქუთაისის “ტორპედო” ხვალ, 6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “თელავს” უმასპინძლებს. კლუბისოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტყიბულის “მეშახტემ” იაპონელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც საქართველოზე ტვიტე

ტყიბულის “მეშახტემ”, რომელიც საქართველოში რანგით მე-3 ლიგაში თამაშობს, იაპონელი  ტაიგა ვატაბე დაიმატა. 28 წლის ვატაბე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით ხოჭოლავა “ვოლფსბურგთან” გააძევეს (ვიდეო)

დონეცკის “შახტარი” ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ვოფლსბურგს” მასპინძლობს და თამაში დასასრულს უახლოვდება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე ახალ გუნდში გადავიდა – თვეში 1 მილიონი რუბლი

27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ბოატენგის გაყიდვა გადაწყვიტა, მსურველი არ ჩანს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ჟერომ ბოატენგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ადასტურებს. რა...
წაკითხვა