საქართველოს ნაკრებმა ბელარუსისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 6, 2020

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება.

გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან.

ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. დღევანდელი დღის მსგავსად, 6 ოქტომბერს ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. ჩვენი გუნდი, მატჩამდე ბოლო ვარჯიშს, შეხვედრის მასპინძელ დინამო არენაზე ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).


სფფ-ის პრესსამსახური
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წულუკიანი: “ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი ცოტა გადამეტებულია&

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე გააკეთა. “ფეხბურთი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფას სამედიცინო კომისიის წევრები აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ “სერენს” მოაგებინა (ვიდეო)

10 აპრილს, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში “სერენმა” საკუთარ მოედანზე “დეინზე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიმ ბენზემას ეფექტური გოლი “ბარსელონას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო WHAT A GOAL BY KARIM BENZEMA!! BACKHEEL! #ElClasico pic.twitter.com/xv7qZDUKUB — ً (@Asensii20) April […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისელი ფეხბურთელი თანაგუნდელთან ჩხუბის გამო მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

10 აპრილს, ინგლისის ლიგა ორში “გრიმსბი თაუნსა” და “ბრედფორდ სიტის” შორის გამართულ მატჩში უცნაური რამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “პარმასთან” მატჩში (ვიდეო)

10 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “მილანი” სტუმრად “პარმას” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-60 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთვის კიდევ ერთი კლუბი იბრძოლებს

იტალიური გამოცემა TUTTOmercatoWEB-ის გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელის შესაძენად კიდევ ერთი კლუბი – ბერგამოს “ატალანტა” იბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიგალავა მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელებს დაუპირისპირდა

8 აპრილს, რუსეთის თასის მეოთხედფინალში ტულის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა მიიღო და ანგარიშით 1:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბურთის მომტანმა ბიჭმა “რომას” ფეხბურთელს ბურთი სახეში გაარტყა (ვიდეო)

8 აპრილს, უეფას ევროპის ლიგის მეოხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არველაძეები ბიზნესშიც მაგრები არიან – 550 ტონა ლურჯი მოცვი

ძმებმა არველაძეებმა – რეზიმ, შოთიმ და აჩიმ ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს. ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში 27 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე “ბაიერნის” წინააღმდეგ – ფრანგმა დაამტკიცა, რომ ეპოქის გამორჩეული ფ

7 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” სტუმრად “ბაიერნი” 2:3 დაამარცხა. პარიზე...
წაკითხვა