საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს გრან პრიზე 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის მეორე დღესსაქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მართალია ნაკრების ლიდერებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს და მსოფლიოს ჩემპიონი სულაც მეორე წრეში დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ უშანგი მარგიანმა იყოჩაღა, ფინალში გავიდა დავერცხლის მედალიმოიპოვა.
წინასწარი შეხვედრები დილის 10:00 საათიდან დაიწყო. მამაკაცთა შორის მედლები 73 და 81 კილოგრამში გათამაშდა, ქალებმა ჩემპიონ-პრიზიორები 63 და 70 კილოგრამში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებისთვის ორივე წონა მნიშვნელოვანი იყო – 73 კილოგრამში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ჭიდაობდა,თუმცა ჭრიკიშვილი მოულოდნელად მეორე წრეში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
საერთოდ კი შეჯიბრებაში ჩაბმული 8 ქართველი ძიუდოისტიდან 5-მამედლისთვის იჭიდავა, აქედან ორი ერთამანეთს შეხვდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ჯერ შვედი ტომი მაკიასი დააიპონა, მერე კი პოლონელ დამიან შვარნოვსკისშეხვდა და ძალების დაზოგვით, მშვიდად მოუგო. მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება შედგა – შავდათუაშვილი ევროპის ვერცხლის პრიზიორს ნუგზარ ტატალაშვილს დაეჭიდა და შარშანდელი თბილისური შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად იუკოთი დაამარცხა. ოლიმპიური ჩემპიონი ტურნირის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსგაეჯიბრა და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შავდათუაშვილი კიდევ ერთ აზერბაიჯანელს ჰუსეინ რაჰიმლის დაუპირისპირდა და მტკივნეული ილეთით მოუგო.
ამავე წონაში ნახევარფინალში გავიდა ზვიად კაპანაძე, სადაც ყაზახ დასტან იაკიბაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ნუგზარ ტატალაშვილს გაეჯიბრა, ვინც შავდათუაშვილთან მარცხის შემდეგ დამამშვიდებელში უკრაინელ არტემ ხომულას აჯობა.ქართული დაპირისპირება ტატალაშვილმა მოიგო და ბრინჯაო ირგუნა.
ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ბელარუსი ალექსანდრსტიაშენკა წუთსა და 16 წამში დააიპონა. მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან მთელი შეხვედრა წინ იყო და თითქოს ყველაფერი გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მაგრამ მოულოდნელად თავისივე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და იპონით წააგო. ნაადრევი მარცხის გამო ჭრიკიშვილმა ბრძოლა ვერც დამამშვიდებელ ჯგუფში გააგრძელა და ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს უშანგი მარგიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა. მარგიანი რუს შირაზუდინ მაგომედოვს დაეჭიდადა ლამაზი გდებით დააიპონა. პაპუნაშვილი კი ასევე რუს ხუბეცოვს შეხვდა და ორი ვაზარით დამარცხდა. მარგიანი ფინალში სწორედ მას გაეჯიბრა და გაფრთხილებით წააგო.
პაპუნაშვილმა ბრინჯაოსთვის მონღოლ ნიმასურენთან იჭიდავა და ასევე გაფრთხილებით დამარცხდა.
დღესვე ფინალური ბლოკის დაწყებამდე გაზეთმა “ლელომ“ ავთანდილ ჭრიკიშვილს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცა, საერთაშორისო ფედერაციამ კი ზურაბ კახაბრიშვილს ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო უსახსოვრა.
ხვალ, წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე, ფინალური კი 17:00 საათზე დაიწყება. ვაჟები საუკეთესოებს 90, 100 და მძიმე წონაში, ქალები კი 78 და +78-ში გამოავლენენ.
ქალები
63 კგ
1. ტინა ტრსენჟაკი (სლოვენია)
2. მუნხაზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3. მარტინა ტრაჟდოსი (გერმანია)
3. ედვიგ გვენდი (იტალია)
70 კგ
1. საუნდრა დიედრიხი (გერმანია)
2. ჯევრის ემანე (საფრანგეთი)
3.ლინდა ბონდერი (ისრაელი)
3. მარია გაიე (საფრანგეთი)
ვაჟები
73 კგ
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
2. დასტან იაკიბაევი (ყაზახეთი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3.ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
81 კგ
1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
2.უშანგი მარგიანი (საქართველო)
3.დაგვასურენ ნიმასურენი (მონღოლეთი)
3. სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი)