საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 მატჩში პირველი ქულები დაკარგა და პირველი გოლი გაუშვა.
ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა. ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებულს ჩაკვეტაძე შესანიშნავად გამოეხმაურა და 0-1. პირველ ტაიმში მეტოქემ მხოლოდ ერთხელ შეძლო სახიფათოდ გასროლა, დანარჩენ მომენტებში თითქმის სრულად ვდომინირებდით.
მე-2 ნახევარი სტატიკური უპირატესობით გაგრძელდა, გვქონდა რამდენიმე შანსი, თუმცა 63-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან მარტინესი მივიდა, რომელმაც ბრწყინვალედ დაარტყა და საქართველოს პირველი გოლი გაუტანა. გიორგი ლორია კარში დარტყმას არ მოელოდა და სწრაფი რეაქცია ვერ გამოავლინა.
გაშვებული ბურთის შემდეგ ბიჭებმა რეალური მომენტი ვერ შექმნეს და საბოლოო ანგარიში, 1-1 დაფიქსირდა.
5 ტურის შემდეგ 13 ქულა გვაქვს და 19-ში ჯგუფურ ეტაპს ყაზახეთთან მატჩით დავასრულებთ.
საქართველო 1-1 ანდორა
გოლები: ჩაკვეტაძე 9 – მარტინესი 63
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ტაბიძე, ხოჭოლავა, ნავალოვსკი – კვეკვესკირი, გვილია (ზარანდია 87) – ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ( ჭანტურიშვილი 78) ჩაკვეტაძე – არაბული (კაჭარავა 78)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
ანდორა: გომესი – რუბიო, ლიმა, ლოვერა, ნიკოლასი – მარტინესი, ვალესი, რებესი, სერვოსი (ხორდი რუბიო 88) – ფერნანდესი, (როდრიგესი 80) მარტინესი (გარსია 92)
მთავარი მწვრთნელი: ხესუს კოლდო ალვარესი