საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ბოლო წუთზე წააგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩში ესპანეთთან 1-2 ბოლო წუთზე დათმო.
ანგარიში 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კიტეიშვილის პასის შემდეგ კვარაცხელიამ მარცხენა ფეხით გაჭიმა და ესპანელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვო. პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერი დავუთმოთ. ესპანეთი ბურთსა და ტერიტორიას ფლობდა.
მე-2 ნახევარში ლუის ენრიკემ მოედანზე ოლმო და ალკანტარა გამოიყვანა. 56-ე წუთზე დასწრება ფერნან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 92-ე წუთზე ოლმო შეტევაში წავიდა, წინ გამოსული გიორგი ლორია დაინახა და ძლიერი დარტყმა გაგზავნა კარში. ლორიამ სცადა აღება, მაგრამ ბურთი ვეღარ შეიმაგრა 1-2. ბოლოს წითელი ბარათი უხეშობისთვის ლევან შენგელიამაც მიიღო.
დღეს საქართველოს ნაკრებმა ძალიან სოლიდური თამაში აჩვენა.
საქართველო 1-2 ესპანეთი
გოლები: კვარაცხელია 43 – ფ.ტორესი 56, ოლმო 92
საქართველო: ლორია – კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, გვილია – კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე), ლობჟანიძე (შენგელია 70) – ზივზივაძე (ქვილითაია 62)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ესპანეთი: სიმონი – პორო (ლორენტე 65), ლორენტე (მარტინესი 59), გარსია, ალბა – ფაბიანი (ალკანტარა 54), ბუსკეტსი (ოირსაბალი), პედრი – ტორესი, მორატა, გილი (ოლმო 46)
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე