საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 მოიგო. ანგარიში მე-10 წუთზე ხარაიშვილმა გახსნა, 21-ე წუთზე კანკავამ უძლიერესი დარტყმით ორბურთიანი გახადა სხვაობა. მე-2 ტაიმში ჩვენი ბიჭები მოეშვნენ და ჯერ კაშიარომ, შემდეგ კი ჩიპოლინამ გაათანაბრა. 84-ე წუთზე შენგელიას პასის შემდეგ ქვილითაიამ შეაგდო და ჩვენს ნაკრებს 3 ქულა მოუტანა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე გამორჩეული ლევან შენგელია გახლდათ, რომელმაც 2 საგოლე პასი გააკეთა. ხარაიშვილმა პირველი გოლი შეაგდო. მოედანს დაუბრუნდა ბოლო წუთებში საბა კვირკველია.
გიბრალტარი 2-3 საქართველო
გოლები: კაშიარო 66, ჩიპოლინა 74 – ხარაიშვილი 10, კანკავა 21, ქვილითაია 84
გიბრალტარი: გოლდვინი – ოლივერო, ჩიპოლინა, სერჟენტი, მუელი – ბადრი, ბრიტო, ვოლკერი, კაშიარო – დე ბარი
მთავარი მწვრთნელი: რიბასი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90) – კანკავა, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 60), ვაკო, ანანიძე, შენგელია – ლობჯანიძე (ქვილითაია 68)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი