საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე პირველი შეხვედრა გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდი “დინამო არენაზე” კანადას დაუპირისპრიდა და მეტოქე ანგარიშით
მატჩი საქართველოს ნაკრების სწრაფი ლელოთი დაიწყო – სოსო მათიაშვილმა კანადელთა ჩათვლის ხაზში ბურთი დაამიწა, რასაც გარდასახვა მიაყოლა. ამის შემდეგ, მათიაშვილმა ზედიზედ სამი საჯარიმო ზუსტად შეასრულა, კანადელებმა კი ჯერ ჯარიმა გაიტანეს, შემდეგ კი ლელოც დადეს. პირველი ნახევარი გიორგი ნემსაძის ლელოთი დასრულდა – 23:8.
მეორე ტაიმი ჩილაჩავას ლელოთი დაიწყო, რასაც კანადელებმა ასევე ლელოთი 57-ე წუთზე უპასუხეს. 59-ე წუთზე მერაბ შარიქაძემ ბრწყინვალედ ითამაშა და კანადელთა ჩათვლის ხაზში ბურთი დაამიწა, თუმცა მალევე კანადელებმა ისევ ლელოთი გვიპასუხეს. 69-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ბურთი წინ გადაიგდო, ძალიან სწრაფად გაიქცა და დაამიწა. არბიტრმა ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ ლელო ჩათვალა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დაფიქსირდა, კარლენ ასეიშვილმა ლელო გაიტანა, ბეგაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.