საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი დღეს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ეროვნულმა ნაკრებმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. “ზესტაფონის” სავარჯიშო მოედანზე შედგა. ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კაკაბაძე, ჯაბა ლიპარტია და თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებენ. ფეხბურთელები ნაკრებს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შეუერთდნენ. 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ორჯერად ვარჯიშს გეგმავს. ჯანო ანანიძე თბილისში ტრავმირებული ჩამოვიდა და მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ არის, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ფეხბურთელი მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას. გაგაცნობთ მოლდოვასთან გამოძახებული 24 ფეხბურთელის ვინაობას:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
8 ნოემბერს, 13:30 წუთიდან სასტუმრო ჰუალინგში მედიის წარმომადგენელბს ფეხბურთელებთან გასაუბრების და ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა ექნებათ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირით სფფ-ის პრესსამსახურს.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობით წლის მეოთხე ოფიციალური მატჩი, 12 ნოემბერს, 21 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.
GFF.GE