საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

თარიღი: აგვისტო 5, 2019

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთ ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 საათზე ლატვიას ეთამაშება.

ჩვენი გუნდის კაპიტანი, ნენო ჯგერენაია, ლიტვასთან მიღებული ტრავმის გამო ამ ტურნირზე სამწუხაროდ ვეღარ ითამაშებს – ის განაცხადში უკვე შეცვალა ქეთევან ცინცაძემ, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა 15 წლის თამარ ბურკაძემ.

მატჩი ფინეთის უპირატესობით დაიწყო – 5-2, მაგრამ, ბურკაძემ ნელ-ნელა დაალაგა თამაში, ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ანა ჩხაიძემ, ხოლო 14 წლის ნინო საბაშვილმა მალე წინაც გაგვიყვანა – 6-5. ამის შემდეგ კარგად ითამაშა მარჯვენა გარემარბმა ნინო გაგნიძემ, რომელიც პირველ ტაიმში 4 გატანილი გოლით საუკეთესო იყო. ტაიმი 9-7 მოვიგეთ.

შესვენენბის შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლიზა ჩხაიძემ, რომელმაც თავისი 8 გოლიდან 7 მეორე ტაიმში გაიტანა. მისი და მეკარე ხატია ჯიქურაშვილის (10 მოგერიება) წყალობით საქართველოს ნაკრები 6 ბურთით დაწინაურდა – 18-12.

მაგრამ, ფინელებს ნელ-ნელა წაუვიდათ შორიდან დარტყმები და სხვაობის შემცირება დაიწყეს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 19-16 იყო, 55-ე წუთზე კი სხვაობა მინიმალური გახდა, 20-19. ლიზა ჩხაიძემ ორჯერ გაზარდა სხვაობა ორამდე, ხოლო გადამწყვეტი ბურთი, სირენამდე სამწუთნახევრით ადრე კი გაიტანა ლანა გოგიამ – 23-20.

დარჩენილ დროში ფინეთმა აქტიურ დაცვას მიმართა, ორი გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებელი შანსი აღარ მისცემია. საქართველომ 23-22 მოიგო და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

ლიზა ჩხაიძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე: – პირველი ტაიმი ძაიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი იქნება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვამ 28-18 დაამარცხა ლატვია. A ჯგუფში მეორე თამაში მოიგო სერბეთმა, რომელმაც დაამარცხა საბერძნეთი, 24-13, ფარერის კუნძულებმა 37-20 მოუგო ბულგარეთს. ხვალ ჯგუფური ეტაპის მესამე დღეა. საქართველოს ნაკრები 16 საათზე ლატვიას ეთამაშება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 4 აგვისტო

საქართველო – ფინეთი 23-22

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი – ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3, ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე,

ფინ: შოლუნდი, ბრუნკრონა – კარეი 7, ფონ ნანდელშტადი 5, ნუმანი 4, სანდელინი 2, მაიალა 2, სანჰოლმი 1, რაინიკაინენი 1, ნოუსიაინენი, შოსტედტი, იოუტიიარვი, სინერვო, მუსტონენი, ჰარკონენი, იტკონენი

მსაჯები: ბოილაკერი, ჟილისი (ბლგ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

B ჯგუფი. ლატვია – ლიეტუვა 18-28

A ჯგუფი. ფარერები – ბულგარეთი 37-20

A ჯგუფი. საბერძნეთი – სერბეთი 13-24

B ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

ლიეტუვა——–2—2—0—0—56-37—4

შვეიცარია——-1—1—0—0—39-20—2

საქართველო—-2—1—0—1—42-50—2

ფინეთი———-1—0—0—1—22-23—0

ლატვია———-2—0—0—2—38-67—0

3 აგვ. ლიეტუვა – საქართველო 28-19, შვეიცარია – ლატვია 39-20

A ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სერბეთი——–2—2—0—0—54-39—4

ფარერები——-2—0—0—2—63-50—2

უკრაინა———1—1—0—0—19-18—2

საბერძნეთი—–2—0—0—2—31-43—0

ბულგარეთი—-1—0—0—1—20-37—0

3 აგვ. სერბეთი – ფარერები 30-26, უკრაინა – საბერძნეთი 19-18

5 აგვისტო

12:00 ბულგარეთი – უკრაინა

14:00 ფარერები – საბერძნეთი

16:00 საქართველო – ლატვია

18:00 ფინეთი – შვეიცარია

7 აგვისტო

12:00 ბულგარეთი – საბერძნეთი

14:00 უკრაინა – სერბეთი

16:00 ფინეთი – ლატვია

18:00 შვეიცარია – ლიეტუვა

8 აგვისტო

12:00 უკრაინა – ფარერები

14:00 სერბეთი – ბულგარეთი

16:00 შვეიცარია – საქართველო

18:00 ლიეტუვა – ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

საქართველოს ნაკრები

GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა)

RW, RB: 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი), 23. ციცინო ბჟალავა (RW, 2003, ფოთი)

P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)

LB, CB: 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 18. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (LB, 2002, ქარიშხალა)

მწვრთნელები: გელა ჟვანია (1990), ინა ჭკუასელი (1985), გიგა ტორონჯაძე (1989)

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ დღეს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ატაცში 219 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოში 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორების ცნობით, ტოკიოში დაახლოებით 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან. „ოლიმპიური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების მესამე მოგება

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო – 22-21 დაამარცხა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილის იპონი ზაგრების გრან პრიზე საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გელა ზაალიშვილის მიერ ზაგრების გრან პრის ფინალში შესრულებული ილეთი ტურნირის საუკეთესო იპონად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზუსტად 3 წლის წინ: ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მეტოქის დამარცების შემდეგ (ვიდეო)

2016 წლის რიოს ოლიპიურ თამაშებზე 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იასპარეზებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე – საფრანგეთის განაცხადი ცნობილია

ორშაბათს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის განაცხადი წარადგინა. ფრანგები ტოკიოში გასამართ მსოფლიო პირველობაზე [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების განაცხადი წარადგინა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტალახაძისა და თურმანიძის რეაქცია, როცა მათ PES-ის თამაშისას ტელევიზორი გაუთიშეს (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ის ლაშა ტალახაძესა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბექა ღვინიაშვილის საქციელი მას შემდეგ, რაც იაპონელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი იაპონელ ნაგასავას დაუპირისპირდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა (ვიდე

28 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩემპიონი ფინალშია! ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა

27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილის მორიგი საოცრება – რა გააკეთა ქართველმა ჰალკმა უკრაინაში? (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა უკრაინაში უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსანი ალექსეი ტოროხტის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. საგინაშვილ...
წაკითხვა