საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ჩრდ.მაკედონიამ გაუძლო
ერთა ლიგის 2020/21 წლის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდ.მაკედონიას 1-1 ეთამაშა.
მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, რეაქტილურად საჯარიმოში შევიდა და პენალტი მოინადირა. 11-მეტრიანი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა.
33-ე წუთზე ნიკა მალიმ შეცდომა დაუშვა, კონტრშეტევაზე პანდევმა კარგად გაუგდო რისტოვსკიმ, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.
პირველი ტაიმი მაკედონელთა მცირედი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.
მე-2 ნახევარში ჩრდ.მაკედონია ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ საქართველომ ნელ-ნელა შეძლო თავისი თამაშის დაწყება. აქტიურობდა ოქრიაშვილი, კვარაცხელია, კაკაბაძეც.
64-ე წუთზე მთელი თამაშის განმავლობაში ზედმეტად აგრესიულმა მუსლიუმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო ჯაბა კანკავაზე საშინელი ვარდნის შემდეგ.
76-ე წუთზე ლევან შენგელიას მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში გოლის გატანა თავით შეეძლო, თუმცა ააცილა.
95-ე წუთზე ოქრიაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, შენგელიამ მაკრატელა დაარტყა და მაკედონიელმა მეკარე სისკოვსკიმ კარიერაში საუკეთესო სეივით გადაარჩინა გუნდი.
70 წუთის შემდეგ უდიდეს უპირატესობა ვფლობდით, ვუტევდით, ვაწოდებდით სახიფათოდ, მოედანზე 5 შემტევი იყო, 3 მცველით და 1 ნახევარმცველით, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერ შევაგდეთ.
ჯგუფში 4-4 ქულით ჩრდ.მაკედონიელებთან ერთად ვლიდერობთ. 3 ქულა აქვს სომხეთის ნაკრებს, რომელმაც ესტონეთს მოუგო.
საქართველო 1-1 ჩრდ.მაკედონია
გოლები: ოქრიაშვილი 13 (პ) – რისტოვსკი 33
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75) – კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 86) – კვარაცხელია, ოქრიაშვილი, დავითაშვილი – ქვილითაია (ჩაკვეტაძე 63)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
ჩრდილოეთ მაკედონია: სისკოვსკი – ალიოსკი, მუსლიუ, ველკოვსკი, რისტოვსკი – ადემი, სპიროვსკი – ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი – პანდევი