საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან მინიმალურად წააგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვედეთის ნაკრებთან 1-0 წააგო. ერთადერთი გოლი ნაკრებმა 35-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩის საფირმო ასისტის შემდეგ კლაესონისგან გაუშვა.
პირველ ტაიმში 2 სახიფათო მომენტი გვქონდა – როცა კონტრშეტევაზე ქვილითაია 1-1-ზე გავიდა, თუმცა ძალიან სუსტად დაარტყა და მე-2 მომენტი საბა ლობჟანიძის პასის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ კვარაცხელიას მცველმა დაასწრო. შვედები აქტიურ პრესინგს თამაშობდნენ და ზლატანი ლორიას საჯარიმოში ხშირად იღებდა ჩამოგდებულ ბურთებს.
მე-2 ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლით დაიწყო, რომელიც კიტეიშვილმა შეცვალა. მატჩის ბოლოს შეცვლაზე შემოსულ შენგელიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ასევე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბერიძემ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, კიტემ აბუს დაუგორა, აბუმ შენგელიას გაუსწორა და შენგელიამ საფირმო მარცხენათი გაუშვა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.
საბოლოო ჯამში, შვედეთმა 1-0 გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა. ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო – 1-1.
დებიუტი შედგა გრიგოლ ჩაბრაძის, გურამ გიორბელიძისა და გიორგი მიქაუტაძის.
შვედეთი 1-0 საქართველო
გოლი: კლაესონი 35
ნორდფელტი – ლუსტიგი, ლინდელოფი, ჰელანდერი, აუგუსტისეონი – კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი – იბრაჰიმოვიჩი, ისაკი
მთავარი მწვრთნელი: ანდერსონი
საქართველო: ლორია – ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანაკვა, აბურჯანია, კვეკვესკირი – კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ლობჟანიძე – ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი