საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

თარიღი: ნოემბერი 12, 2019

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება, სადაც სამი დღე დარჩება.

საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 13 ფეხბურთელი იყო. საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს 12 ნოემბრიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას, ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის საბურთალოს წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საწვრთნელი შეკრების პირველ ვარჯიშზე:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, შვეიცარიასთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა:

“შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ხორვატიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი შვეიცარია – საქართველო 23:45 (თბილისის დროით)
19 ნოემბერი ხორვატია – საქართველო 21:00 (თბილისის დროით)

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ – რაზე ოცნებობს ქართული ფეხბურთის იმედი?

უცხოურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია: ‘რუსეთის ნაკრები? ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ

ყაზანის “რუბინის” ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას რუსულმა პორტალმა “ბიზნეს ონლაინმა” ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც გარკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი ოსკარ მინგესას გაუბრაზდა (ვიდეო)

22 აპრილს, ლა ლიგის 31-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთიამ “ტორპედო” დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ოფიციალური ინფორმაცია გუნდის გვერდზე გამოქვეყნდა. “მიხეილ აშვეთიამ მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დი მარიას საგოლე პასი “ანჟესთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Simplesmente Di Magia 🧙‍♂️🔞 pic.twitter.com/EprKr4TS0Z — Fernando Campos (@FCamposoficial) April 21, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მოქმედება ცოცხალ კედელში, რის გამოც მას აკტიტიკებენ (ვიდეო)

21 აპრილს, იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიამ “ანორთოსისი” თასის ფინალში გაიყვანა

ქართველების “ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს. დღეს “ანორთოსისმა” სტუმრად “აპოელი” 1-3 დაამარცხა და 2...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ ლუიშ ფიგუს შეკითხვა ქართულად დაუსვა – პორტუგალიელის პასუხი (ვიდეო

Youtube-ში, ერთ-ერთ რუსულ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, სპორტსმენებსა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უცნაური შემთხვევა – როგორ შეასრულა ჩელებაძემ პენალტი “დინამოსთან” მატჩში

დღეს, 21 აპრილს, საქართველოს თასის 1/16-ფინალში ქობულეთის “შუქურამ” ზესტაფონში თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კვირას იუქმებს

ყაზანის “რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. “ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე კვირის გამოტოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკომ ლიდერი დაამარცხა და “უოტფორდს” პრემიერ ლიგაში აბრუნებს!

ჩისკო მუნიოსის “უოტფორდმა” ჩემპიონშიპის ლიდერი “ნორვიჩ სიტი” სტუმრად 0-1 დაამარცხა და პრაქტიკულად პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ციცქიშვილი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” 25 წლის ზაზა ციცქიშვილი დაიმატა. ციცქიშვილი ბოლოს რუსულ “ტამბოვში” იყო, რომელიც პრემიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” სუპერლიგას ტოვებენ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან მალე ევროპის სუპერლიგას ორი ინგლისური კლუბი – “მანჩესტერ სიტი” და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა ტალახაძე თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, “დინამო […]...
წაკითხვა