საქართველოს ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი 22 მარტს, სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბა. საქართველოს ნაკრების ფებურთელებს ახალი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წარუდგინეს.ვლადიმირ ვაისთან ერთად, ეროვნულ გუნდში ამ ეტაპზე ჯოზეფ კონტირი, რომან შვანტნერი და დავით გვარამაძე იმუშავებენ. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე გამართა. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამ ეტაპისთვის 20 ფეხბურთელია. პირველი ვარჯიში გაცნობითი ხასიათის იყო და საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. 23 მარტიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორჯერად ვარჯიშებს გეგმავს. 23 მარტს, დილის 11 საათზე, ვლადიმირ ვაისის გუნდი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები 2016 წლის პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს, 21 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახური