საქართველოს ნაკრებმა უელსის ეროვნულ გუნდთან ქულები გაიყო
დღეს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში, “კარდიფ სითი სთეიდიუმზე” უელსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლის გატანა უელსელთა ლიდერმა, გარეტ ბეილმა მე-10 წუთზე გაიტანა.
გოლის შემდეგ ქართველები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური შანსი შემქნეს. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ შევძელით.
მეორე ნახევარში, კონკრეტულად 57-ე წუთზე ყაზაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ოქრიაშვილს ბურთი ჩაუგდო, ამ უკანასკნელმა კი თავით დაარტყა და ანგარში გაათანაბრა.
ამის შემდეგ ჩვენ გუნდს რამდენიმე მომენტი შეექმნა; განსაკუთრებით, აღსანიშნავია მჭედლიძის მეკარესთან პირისპირ გასვლა და ყაზაიშვილის სახიფათო დარტყმა, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.
საბოლოო ანგარიში – 1-1.