საქართველოს ნაკრებს გორგოძე უკაპიტნებს – სამატჩო რაზმი რუსეთის წინააღდეგ

თარიღი: მარტი 10, 2017

კვირას, 12 მარტს, 18 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველო რუსეთს კარგად შეზავებული გუნდით ერაგბება: 

15-დან 7 დამწყებს 50-ზე მეტი კეპი აქვს მოგროვილი, სხვა 6 კი შარშან, 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა

მატჩი “რაგბი ევროპის” ჩემპიონატისაა.  სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარს – რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა

წინა, ესპანეთში ბრძოლით მოგებული, თამაშიდან ბორჯღალოსანთა ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა მარგი დასკვნები გააკეთა:

8 ნომრად აღადგინა რუსთაველი ბექა გორგაძე, მარბიელებად კი დააწინაურა გიორგი ცუცქირიძე და იხმო თვით”გულივერაც” – მამუკა გორგოძე, ვინც 70-ე კეპს ხომ მიითვლის და კაპიტნობასაც ითავებს, რაკი მერაბ შარიქაძე დაშავებულია

მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დაღვინებული მიხეილ ნარიაშვილი; კვაჭია გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, მარჯვნივ კი დადგება არმაზში აღზრდილი ლაშა ტაბიძე, ვინაც აქამდე ორივე კეპი მარქაფიდან მიიღო

შერკინების მეორე ხაზი და გუნდის ღერძიც უცვლელია.  შუამარბად – შარიქაძის ნაცვლად – დავით კაჭარავას შეუწყვილდება ნორჩი რუსთაველი გიორგი კოშაძე, მის ტოლ ირაკლი სვანიძეს (ხულიგანა | ჯიქი) კი გარემარბად ვიხილავთ

ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი, ლოგიკით, პირველ ტაიმშივე დაძლევს 800-იან მიჯნას, რადგან მის ანგარიშზე უკვე 793ქულაა

ძირძველ ლელოელებს – “მეკოსა” და “გულივერას” კარიერაში უკვე 11-ჯერ უძლევიათ რუსეთი, ყოჩი “კაჭის” ანგარიშზე კი10 გამარჯვებაა

ჩრდილოელ მეზობელს ნაკრებთა დონეზე 1993 წლიდან ვეთამაშებით და ერთობ ვჯობნით:

18 მოგება – 1 წაგება * 1 ფრე (ქულა 500:231, ლელო 55/14) 

საქართველოში წინა სტუმრობაზე, შარშანწინ, დათვები “მესხზე” 0:33 დამარცხდნენ.

shemadgenloba 2017-2

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სულშერი: “თუ ევერესტზე ახვალ და გაჩერდები, სიცივე მოგკლავს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დასრულებული მაქვს”

მოახლოებული ინგლისური დერბი წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები: ნუ ჩაეხუტებით და ნუ ჩამოართმევთ ხელს ერთმანეთს

პრემიიერ ლიგის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. აღმასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ფოსუ-მენსა “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერ ლევერკუზენის” ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ ინფორმაციას ტიმოტი ფოსუ-მენსას ტრანსფერის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “ლივერპულთან” მატჩი ჩვენ საჩემპიონო ამბიციებს გამოცდის”

“მანჩსტერ იუნაიტედმა” გასვლით მატჩში “ბარნლის” დამარცხების (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ლივერპულთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბებს სრული შემადგენლობის ტესტირება კვირაში ორჯერ დაავალეს. ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო და უფრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, დაითხოვენ

12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, სამსახურიდან დაითხოვენ – HITC Sport-ის წარმდგენი, რომელიც The […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 40-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა “ატალანტასთან” 18 წლის ტალანტის, ამად დიალოს, ტრანსფერი შეათანხმეს. ინფორმაციას გავლენი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გაიტანა ყველაზე მეტი პენალტი 2020 წელს?

Transfermarkt საკმაოდ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს 2020 წლის შესაფასებლად – ვინ გაიტანა ყველაზე მეტი პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Football Observatory: ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისელია, რონალდუ ასეულშიც არაა

ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუტმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ […]...
წაკითხვა
ბლოგი

ნემანია ვიდიჩი თუ ვირჯილ ვან დაიკი? FIFA 21-ის პასუხი

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ფანებს შორის დაპირისპირებების არსებობა საფეხბურთო სამყაროსთვის სიახლეს არ წარმოადგენს....
წაკითხვა
ფეხბურთი

კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რა ბედი ელის პრემიერ ლიგას?

ინგლისში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას, 2020 წლის მარტში, ყველა სპორტული ღონისძიება პრემიერ ლიგის ჩათვლით, სამი თვით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “არ მაინტერესებს პოგბას მომავალი, გრილიში ჩემი კაცია!”

რიო ფერდინანდს სჯერა, რომ “მანჩსტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა პოლ პოგბას ნაცვლად ჯეკ გრილიშის მომავალზე უნდა იზრუნონ […]...
წაკითხვა