საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატების საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი უკვე შეუერთდა. ფეხბურთელი დღევანდელ სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.
ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნიკა კაჭარავა ვირუსის გამო, უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ,რომ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.
საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 1 სექტემბერს დინამო არენაზე ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).