საქართველოს ნაკრებს სამოასთან მატჩში ორი მორაგბე დააკლდება

თარიღი: ნოემბერი 16, 2016

მგეზავი ლაშა ხმალაძე და შუამარბი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებს 19 ნოემბერს, სამოას წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

ორივე მორაგბე 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევამ და დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხმალაძეს მუხლი აქვს დაზიანებული, მინიმუმ 6 კვირა მოედანზე ვერ გავა. კაჭარავა საზარდულმა შეაწუხა. მას ნაკრების ექიმები კვირის ბოლომდე დააკვირდებიან და თუ რეაბილიტაციის პროცესი სასურველი სცენარით წარიმართა, 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ბორჯღალოსნების მთავარი ექიმის, გიორგი ჭუმბურიძის დასკვნით:

ლაშა ხმალაძეს და დავით კაჭარავას იაპონიასთან თამაშის დროს მიღებული ტრავმების შემდეგ კლინიკური და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: ლაშა ხმალაძე – მარჯვენა მუხლის სახსრის ლატერალური მენისკის დაზიანება და უკანა ჯვარედინი იოგის ძლიერი შეშუპება;

დავით კაჭარავა – მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაზიანება. მიღებული ტრავმების მკურნალობა და რეაბილიტაცია მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს, შესაბამისად ორივე მორაგბე გამოტოვებს შაბათს, სამოას წინააღმდეგ გასამართ მატჩს.

“გულდასაწყვეტია, რომ ტრავმის გამო ერთბაშად ორი მოთამაშე მოვისაკლისეთ. ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა გუნდის ლიდერები არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც არიან და მათი ჩანაცვლება ადვილი არ არის. ორივე ტრავმირებული მორაგბე შეკრებაზე რჩება, რათა გაეწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება და დროულად გაიარონ რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ გუნდის მზადების პროცესში.

“თუმცა ეს სხვა მოთამაშეებს აძლევს შანსს, რომ დაწინაურდნენ შემადგენლობაში და საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელებისა და დანარჩენი გუნდის წინაშე“. განაცხადა მილტონ ჰეიგმა

გაფართოებულ რაზმში ერთი სიახლეა. ბორჯღალოსნებს ოფიციალურ შეკრებაზე ქუთაისის ბაგრატის მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი დაემატა. გუნდთან ერთად ვარჯიშობენ არმაზის გარემარბი მურაზ გიორგაძე და ჯიქის ფულბეკი ირაკლი სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხელ მესხზე 19 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე და ონლაინ ბმულზე: TKT.GE/Rugby

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი ტრადიციულად დასახელდება მატჩამდე 48 საათით ადრე. ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება ხუთშაბათს, 17 ნოემბერს 16 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა