საქართველოს ნაკრებში ცვლილებები იქნება – ვის გამოიძახებს სანიოლი?
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლი უკვე თბილისშია და 23/26 სექტემბერისთვის ემზადება.
ზოგადად, ნაკრების ფეხბურთელები ძალიან მაგარ ფორმაში არიან. ყველას სათამაშო პრაქტიკა აქვს, ბევრი მათგანი კლუბს ლიდერობს და შეუცვლელი ფიგურაც არის.
მაგრამ არის რამდენიმე პოზიცია, სადაც მწვრთნელი, წესით, ახალ მოთამაშეებს გამოცდის.
ნაკრების მესამე მეკარე ლაზარე კუპატაძე უკვე თითქმის 1 თვეა უკლუბოდაა და უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჩვენი ვარაუდით, ვილი მას თორნიკე მეგრელიშვილით ჩაანაცვლებს, რომელიც “საბურთალოს” მეკარეა და გასულ შეკრებაზე 1 დღით მთავარ გუნდს დაემატა კიდეც.
მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე ბოლო დროს სოლიდურად ნაკლებად გამოიყურება და მცირე ჩავარდნა აქვს. სამაგიეროდ, დღეს მარჯვენა მცველებს შორის საუკეთესოდ ეროვნულ ლიგაში “საბურთალოს” ახალგაზრდა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის. ვფიქრობთ, გოჩოლეიშვილს სექტემბერში ნაკრებში ვიხილავთ.
2 თამაშის გამოტოვების შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილი “დინამოში” შესანიშნავად დაბრუნდა და კლუბის ყველა გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა. მას შანსი აქვს გამოძახების.
ბუდუ ზივზივაძისა და ჟორჟ მიქაუტაძის შემდეგ საუკეთესო ფორმაში ფორვარდებიდან თომა ტაბატაძე იმყოფება, რომელიც ყაზახეთში, “აკჟაიკის” შემადგენლობაშია. ქვილითაია მოედანს სულ რაღაც 2 დღის წინ დაუბრუნდა და ვნახოთ, რას იზამს.
ვნახოთ, ჩრდ.მაკედონიის/გიბრალტარის თამაშებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სულ მალე მწვრთნელებს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.