საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.
✔️ 9-22 იანვარს შვეიცარიის ქალაქი ლოზანა უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს და მასში სპორტის 16 დისციპლინაში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში ( სამთო თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა) იასპარეზებს 10 სპორტსმენი.
✔️ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა
➡️ ოლიმპიური სოფელი (ლოზანა)
1. ალინა ურუშაძე – ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური)
2. ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
3. ალინა ბუტაევა – ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
4. იულია ლებედევა – ბითაძე – ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
5. მიხეილ კაიგოროდცევი – ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
6. ნოდარ კოზანაშვილი – სამთო თხილამურობა
7. ნინო კურტანიძე – სამთო თხილამურობა
8. ესმირალდა გობოზოვა – ტრამპლინიდან ხტომა
9. ალექსეი მენშიკოვი – მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
10. სტანისლავ ზახაროვი – მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
11. დენის სამოხინი – მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
12. ვახტანგ თედიაშვილი – მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
13. იბრაგიმ გობოზოვი – მწვრთნელი (ტრამპლინიდან ხტომა)
14. გიორგი ესაკია – მისიის ხელმძღვანელი
➡️ ოლიმპიური სოფელი (სენტ-მორიცი)
15. ლუკა მჭედლიანი – ციგაობა
16. ლაშა მჭედლიანი – ციგაობა
17. ფელიქს ქუმარიტაშვილი – მწვრთნელი (ციგაობა)
18. რუსუდან აფციაური – ადმინისტრაციული პერსონალი
➡️ ოლიმპიური სოფლის გარეთ
1. მამუკა ხაბარელი – სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
2. ემზარ ზენაიშვილი – სეოკ-ის გენერალური მდივანი
3. მარიამ გიორგობიანი – ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი
სეოკ-ის პრესსამსახური