საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ითანამშრომლებენ

თარიღი: მარტი 29, 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს შორის გაფორმებული ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთში ჩართული პირები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ქსელში სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს ძლიერი პარტნიორი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის სახით, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მიმართულებების – სამოყვარულო ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობით ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს გათამაშებას – „მოყვარულთა თასს“ და ასევე 10-წლამდე საფეხბურთო სკოლაში რეგისტრირებულ ბავშვთა მშობლები, სოკარისგან სპეციალურ ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთვის ადამიანების ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ფეხბურთის მასობრიობა არის მყარი საფუძვლისა და მომავალი წარმატების საწინდარი,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება ლევან გიორგაძემ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოყვარულთა თასის მონაწილეებსა და 10 წლამდე ფეხბურთელი ბავშვების მშობლებს გადავცემთ 15 თეთრიან ფასდაკლების ბარათს ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე,”-აღნიშნა მან.

მემორანდუმის თანახმად, პირველი პროექტი, რომელსაც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელებს, ორი განსხვავებული ტიპის ფასდაკლების ბარათის შექმნას გულისხმობს. ბარათებს, შესაბამისად, სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანები, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი პროექტის „მოყვარულთა თასის“ მოთამაშეები და 10- წლამდე იმ ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.
ორივე ბარათის მომხმარებლები სოკარის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე 15-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

Gff Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კლაუდიო რანიერის ცრემლები, როცა “რომას” ფანებმა მას მადლობა გადაუხადეს (ვიდეო)

26 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “რომამ” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ფსიქოლოგიურად დანგრეული ვარ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სპალ-თან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, გუშინ სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიელე დე როსი “რომადან” გააცილეს (ვიდეო)

26 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “რომამ” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცარიელი კარი 94-ე წუთზე – როგორ დასრულდა ეპიზოდი? (ვიდეო)

26 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, მჭედლიძე ისევ სერია B-ში

26 მაისს, იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. 38-ე ტურს დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენის” მფლობელები “ლიდსის” სააქციო პაკეტის შეძენას აპ

კატარული კომპანია Qatar Sports Investments (QSI), რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” მფლობელებისგან გახლავთ დაფუძნებული, მზად არიან ინგლისშიც [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო: “თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, შესაძლოა, მთელი კვირა ვიტირო”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, საკუთარ ფანებს პირდება, რომ ფინალის მოგების შემთხვეაში კიდევ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოცი წლის შემდეგ: “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებმა “ბაიერნი” გაანა

1998/99 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის ლეგენდარული ფინალის მონაწილეები ერთმანეთს 20 წლის შემდეგ კვლავ დაუპირისპირდნენ. ამჯერად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაპ სტამს დაავიწყდა, რომ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდა (ვიდეო)

დღეს, 26 მაისს “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ვეტერან ფეხბურთელებს შორის გამართულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “პრობლემები როცა სახლში მიდიხარ, მაშინ გახსენდება”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მატჩის შემდგომი კომენტარი თბილისის “დინამოსთან” წაგების შემდეგ დღეს გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვიდეო რეფერის სურვილი გვაქვს, თუმცა უეფასთან შეთანხმება არის საჭი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა “სპორტის დროში” ვიდეო რეფერის შემოღებაზე ისაუბრა. “ვიდეო რე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი “ტორპედოზე”: “ეს იგივეა, ბუნდესლიგა “ბაიერნისR

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სპორტულ გადაცემა “სპორტის დროში” ქუთაისის “ტორპედოს” პრობლემებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “მე ეს აგრესია მირჩევნია წინასწარ შეგუებულ ფინალს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა “რუსთავი” (3-3) “სიონის” მატჩში 4 წითელ ბარათზე და ჩხუბზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკის გატანილი გოლის შემდეგ მთლიანად გაშიშვლება სურდა (ფოტო)

გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” “ლაიფციგი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა რობერტ ლევან...
წაკითხვა