საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

თარიღი: იანვარი 17, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა სფფ ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო გააკრიტიკა.

გთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო. დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ამას გარდა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით და ორგანიზებით, აქტიურად ხორციელდება პროექტები, იმისათვის, რომ მოხდეს ქალთა ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და დონის ამაღლება როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთის დონეზე. ჩამოყალიბდა 4 ეროვნული ნაკრები; უკვე მეხუთე წელიწადია, რეგულარულად ტარდება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც დასაწყისისთვის 6, 2017 წლიდან კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 გუნდი მონაწილეობს; მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს პირველად გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ქალთა შორის.

სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას ჩართული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. 2015 წელს, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 300 გახლდათ, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ციფრი 1400-მდე გაიზარდა. ამას გარდა, სასკოლო პროექტებში ჩართული გოგონათა რაოდენობა 3600-ს აჭარბებს.

ასევე, აღსანიშნავია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ყოველწლიურად იმართება გოგონათა სასკოლო პირველობა; გასული წლიდან კი 15-წლამდე ასაკის გოგონათათვის უფასოდ იმართება რეგულარული საფეხბურთო ვარჯიშები და დაინტერესებულ გოგონებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ფეხბურთში. 2019 წელს ასევე პირველად გაიმართა ფუტსალის სასკოლო ლიგა გოგონათა შორის.

ზემოაღნიშნული პროექტები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ხორციელდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორად და სრულფასოვნად ინფორმირება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეისონ მაკატირი: “ლივერპულში” მხოლოდ ორი ფეხბურთელია ხელშეუხებელი”

“ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, ჯეისონ მაკატირი, მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპს გუნდში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერი გროუვზი: “არსენალმა” თავიდან ცხრა ფეხბურთელი უნდა მოიშოროს”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა პერი გროუვზი “მეთოფეთა” ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აცხადებს, რომ ლონდონურმა კლუბმა გუნდიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გენტის” მეკარე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

“გენტის” სათადარიგო მეკარემ, კოლინ კოსემანსმა სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფოტოთი ბელგიელი კარის დარაჯის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ორივე ფეხბურთელს გავესაუბრები” – ქვილითაია “რომასთან” მატჩი

27 თებერვალს, უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტი” საკუთარ მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობამეიანგი: “თავადაც არ ვიცი, როგორ ვერ გავიტანე”

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “ოლიმპიაკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობამეიანგის დაუჯერებელი აცილება 123-ე წუთზე (ვიდეო)

27 თებერვალს, ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსი” მიიღო. მატჩის ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ლუკაკუმ “ლუდოგორეცს” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Romelu Lukaku has scored the funniest goal of the season. 😂pic.twitter.com/ibhcRBatR5 — Goal […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა “ბრიუგეს” მცველმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო

ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბრიუგეს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე ბრუნო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული აცილება ევროპის ლიგის მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სიტყვები დე ბრუინის გოლის შემდეგ

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორე: “შემეძლო ბანდის წევრი გავმხდარიყავი და ნარკოტიკებით მევაჭრა”

“ვულვერჰემპტონის” ერთ-ერთი ვარსკვლავი, ადამა ტრაორე, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მისი ცხოვრება სხვაგვარად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალდანო: “ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა. 64 წლის სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს ხსნის

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს გახსნის. წესების თანახმად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდებიან, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემი საკუთარ კლუბში მესისა და რონალდუს მიწვევას აპირებს

“ინტერ მაიამის” მფლობელმა დევიდ ბექჰემმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს […]...
წაკითხვა