საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და VTB-ბანკს შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა (ვიდეო)

თარიღი: მარტი 1, 2018

“ვითიბი ბანკი” საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა და “ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს.

პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. სასიამოვნოა, რომ ვითიბი ბანკი კვლავ ჩვენი პარტნიორი იქნება და ერთობლივად გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას”,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა

“ვითიბი ბანკი” კვლავ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს”,- აღნიშნა “ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ვითიბი ბანკი” 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა ტალახაძე თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, “დინამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

“რუბინის” გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით პრესასთან განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “იუვენტუსისა” და “ინტერის” წარმომადგენლე

ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ ხვიჩას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ეკატერინბურგის “ურალსა” და ყაზანის “რუბინს” შორის გამართული შეხვედრის (0:1) მიმდინარეობისას სტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამწუხარო ამბავი – ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ყაზანის “რუბინი” სტუმრად ეკატერინბურგის “ურალს” ეთამაშება. შეხვედრის 31-ე წუთზე “რუბინის&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის პასი ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში (ვიდეო)

What a pass by Messi..pic.twitter.com/cWD5AVBdd8 — Altin (@tiniademaj10) April 17, 2021 🧠🧠🧠 pic.twitter.com/Y6lClwmtJu — JohnSmith1988 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელები მესისთან ფოტოს გადასაღებად რიგში ჩადგნენ (ვიდეო)

17 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 4:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა ფეხბუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია (ვიდეო)

17 აპრილს კოპა დელ რეის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა “ესტადიო დე ლა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონეტი: “მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება”

ფრანგული “მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსი მწვრთნელი: “ორივე ტყვიას ამ მსაჯს ვესროდი” (ვიდეო)

რუსეთის სტუდენტური საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ ვიქტორ ზუბჩენკოს დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი მის მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “აიაქსის” სპორტულ დირექტორს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას, კარგმა თამაშმა ამსტერდამის “აიაქსის” ხელმძღვანელთა ყურადღებაც მი...
წაკითხვა