საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

თარიღი: მაისი 20, 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. დაკავებულები არიან “ჭიათურას”, ლანჩხუთის “გურიას” და “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელს საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არცერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე.

GFF.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი შემადგენლობით ეთამაშა “ტორპედო” ბათუმის “დინამოს”?

ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე პრაქტიკულად იცლება ფეხბურთელებისგან. სეზონის დაწყებიდან გუნდი მერაბ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” სერია ჩემპიონმაც ვერ შეაჩერა, ბათუმმა “დაშლილ” ̶

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველ შეხვედრაში თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირაკლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივნისი

ნეიმარმა “ბარსელონასთან” 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, მოუთმენლად ელის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეთრაძე ანტისაოკუპაციო მაისურებზე: “ფეხბურთელები ამას თავისი ნებით არ გააკეთებდნენ&#

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, ომარ თეთრაძე, საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებსა და ქართული კლუბების პოზიციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” ნაბილ ფეკირის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიური და ფრანგული წყაროები ადასტურებენ ცნობებს, რომლის თანახმადაც “მილანის” ხელმძღვანელები მზად არიან, ნაბილ ფეკირის ტრანსფერი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანე: “მზად ვარ ჩემპიონთა ლიგის ტიტული აფრიკის ერთა თასის ჩემპიონობაში გავცვალო̶

“ლივერპულის” სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე აღიარებს, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია აფრიკის ერთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი: “რეინჯერსში” ბედნიერი ვარ და “ლივერპული” მენატრება”

გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ გუნდში მუშაობით ბედნიერია და იქვე დაამატა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახრიკ ცვეიბა: “ქართველი ფეხბურთელების საქციელი ამაზრზენია”

საბჭოთა კავშირის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა წევრმა, ახრიკ ცვეიბამ ქართული კლუბებისა და ფეხბურთელების მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის Fanebi.com-ის სიმბოლურ ნაკრებში ქუთაისის “ტორპედოს” 4 ფეხბურთელი მოხვდა. გუნდი, რომელიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გაალი მესის აკრიტიკებს: “ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც “ბარსელონაში”

ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი გააკრიტიკა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ამბობს, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩილეს ნაკრების ფეხბურთელმა მოედანზე შეჭრილი ფანი წააქცია (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ურუგვაის ნაკრებმა ჩილე 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესი მეკარეზე ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდა (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ურუგვაიმ ჩილე კავანის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” და “ინტერმა” შესაძლოა ნახევარმცველები გაცვალონ

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნისთანავე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაჯა ნაინგოლანი გუნდს დატოვებს. [&hellip...
წაკითხვა