საქართველოს ფუტსალის ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს
8 აპრილიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩები ჩატარდება. ა ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს, იტალიის, ბელარუსისა და ჰოლანდიის ნაკრებები იბრძოლებენ. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს. მეორე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად პლეიოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც.
საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩამდე ღია ვარჯიშს 7 აპრილს, 18:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. პარასკევს დაგეგმილ ვარჯიშზე მოხდება მეინ რაუნდის მედია აკრედიტაციების გაცემა.
მატჩების განრიგი:
8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია
9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი
11 აპრილი
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)
ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია.
წყარო: Gff.Ge