WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (339703) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფისთვის ემზადება

თარიღი: სექტემბერი 5, 2017

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის საწვრთნელი პროცესი 9 სექტემბრის ჩათვლით ოლიმპიურ სასახლეში წარიმართება. გუნდი სასტუმრო “მოხალისეში” ცხოვრობს. ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობით ემზადება. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრებს რუმინეთში შეუერთდება.

10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი  მატჩი 12 სექტემბერს, რუმინეთის ქალაქ დევაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი),ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი,თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი,მოსკოვი),დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი,თბილისი), შოთა თოფურია (თელასი,თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა,თბილისი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი,უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი,მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი,თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი,რუსეთი)

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა.

პლეიოფში რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოსა და რუმინეთის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს ჩატარდება.

Gff.Ge



მსგავსი სიახლეები