საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთში პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის ემზადება (ვიდეო)
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია. რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით 26 სექტემბერს თბილისში შედგება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)
Gff.Ge