საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

თარიღი: ოქტომბერი 27, 2018

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 23 ოქტომბრიდან შეკრებაზე იმყოფება და ლატვიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირი რიგასა და იელგავაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენს გუნდთან ერთად მასში ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

26 ოქტომბერს, ლატვიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი მოახლოვებული ტურნირისთვის 15 მოთამაშით ემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება პირველად მიეცემა. დღევანდელი საწვრთნელი პროცესი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ლატვიაში გასამართი ტურნირისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ავთანდილ ასათიანი – საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„მესამე დღეა შეკრებაზე ვიმყოფებით, ყველაფერი კარგად მიდის, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სრული შემადგენლობით შეკრების საშუალება არ მოგვეცა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ლეგიონერებს საკუთარ კლუბებში თამაშები აქვთ და ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენთან ყოფნას. ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მივეჩვიეთ და რაც მთავარია ოთხი მოთამაშე რიგაში შემოგვიერთდება.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორ სხვადასხვა გუნდს დავუპირისპირდებით, განსხვავებული გუნდების წინააღდეგ მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს.“

მურთაზ კაკაბაძე – საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი:

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ვაგრძელებთ და ნაკრები, როგორც ყოველთვის, სრულ მზადყოფნაშია. მივემგზავრებით საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ჩვენი მეტოქეები ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები იქნებიან. ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია და ეს მათმა განვლილმა თამაშებმაც დაამტკიცა. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ და ტურნირის გამარჯვებული გავხდეთ.“

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ფუტსალის ნაკრები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.“

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები
ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი)

მცველები
შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი)

თავდამსხმელები
ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა)

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ფუტსალის ნაკრები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველო – ბელორუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!

26 მარტს საქართველოსა და ბელორუსს შორის გასამართ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ ინფორმაციას ფეხბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა. “გაგრას” რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილის...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფადან გამოგზავნილი 116 ათასი ევრო ეროვნული ლიგის გუნდებზე გადანაწილდება

25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ​​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის საქართველოს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ბილეთია გაყიდული საქართველო-ბელარუსის მატჩზე?

საქართველო – ბელარუსის მატჩამდე 1 თვით ადრე ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. ფეხბურთის ფედერაციიის ინფორმაციით, თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” იტალიური Kappa შემოსავს

ქუთაისის “ტორპედოს” 2020 წლის სეზონში იტალიური Kappa შემოსავს. “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გუნდის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს

ქუთაისის “ტორპედო”ს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია “ედენარო” იქნება. “ედენარო” მსოფლიოში ერთ-ერთი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაია: “იმედი მაქვს, ამ გოლით უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდები”

“გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “გენტმა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას წარმოადგენს დღეს თბილისის “დინამო” და რას ცდილობს ფიფია?

დღეს თბილისის “დინამომ” სუპერთასის შეხვედრაში თბილისის “საბურთალოსთან” უშანსოდ წააგო 0-1 და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო. მთელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და “სუპერთასის” მფლობე

თბილისის “საბურთალო” სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელია. სუპერთასის შეხვედრაში “საბურთალომ” თბილისის “დინამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამო VS საბურთალო (სასტარტო შემადგენლობა)

17:0 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “დინამო თბილისი” და თბილისის “საბურთალო” სუპერთასის მოგებას შეეცდებიან. ცნობილია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” თამაშებზე დასწრება ფასიანი იქნება

ქუთაისის “ტორპედოს” საშინაო თამაშებზე დასწრება ფასიანი გახდება. გუნდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სეზონის პირველ ორ საშინაო მატჩზე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისტორიაში პირველად – სუპერთასის შეხვედრას ქალი მსაჯი იმსაჯებს

23 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე 2020 წლის საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი ფორვარდი ქუთაისის “ტორპედოში”?

ქუთაისის “ტორპედო” იტალიელი ინვესტორის მოსვლის შემდეგ გაძლიერებას განაგრძობს. ივან ბობკოსა და ვანია მარკოვიჩის გადმოსვლის შემდეგ, [&hellip...
წაკითხვა