საქართველოს ფუტსალის ნაკრების ვარჯიში დევაში
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ დევაში პირველი ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩის მასპინძელ დარბაზში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძის გარეშე ივარჯიშა. გიორგი ნიშნიანიძეს რუმინეთში დღეს ელოდებიან. საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება ნატურალიზებული ფუმასა,რომელიც გუნდს გასულ კვირას შეუერთდა.
ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებებს შორის 12 სექტემბერს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 სექტემბერს თბილისში შედგება. პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)