WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (326704) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 8, 2017

8-11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის ა ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ოთხი ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მეინ რაუნდის პირველი ტურის შეხვედრაში 15:30 საათზე იტალია-ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებს. 18:00 საათზე ავთანდილ ასათიანის გუნდი ჰოლანდიას შეხვდება. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად პლეიოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც. დღეს მეინ რაუნდში მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გულშემატკივარს თითოეული დღის ბილეთის შეძენა TKT.ge-ის საშუალებით ბმულზე http://bit.ly/2o1Hef9 შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა მხოლოდ მატჩის დღეს, 12:00 საათიდან ოლიმპიური სასახლის სალაროებში მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩების განრიგი:

I ტური, 8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია

II ტური, 9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი

III ტური, 11 აპრილი
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია.

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, მეინ რაუნდის მატჩების რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. სხვა შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა კი გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეეძლება.



მსგავსი სიახლეები