საქართველოს პრეზიდენტმა გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა (ფოტო)
საქართველოს პრეზიდენტმა „ჰუმანური იდეების გავრცელებისა და სამშობლოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით გურამ კაშია დააჯილდოვა.
„გვინდოდა იმ ადამიანების ღვაწლის გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სახელით. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულლნი საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებაში. აქტიურობდნენ განსახვავებული აზრის ადამიანის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მადლობა მათ ქვენის სახელით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის”, – გურამ კაშია.
31 წლის კაშია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანია და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სტაბილური ქართველი ფეხბურთელია.