საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

თარიღი: იანვარი 18, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მის ქალიშვილს მედეა ახალკაცს გადასცა.

ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცს ქართული ფეხბურთის გამარჯვებების შემოქმედი უწოდა და სიტყვით გამოსვლისას იმ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რომლისთვისაც ნოდარ ახალკაცი ქართველმა ხალხმა შეიყვარა.

“გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის – იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება.

გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში.

ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არამხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ახალკაცის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც თავის საქმიანობას წინამორბედთა მაგალითზე და მათ აღიარებაზე აფუძნებს.

“ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს და ცერემონიაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მედეა ახალკაცმა მამამისის წვლილის და საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო დიდი პატივია მისი ოჯახისათვის.

ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიორგი მარგველაშვილს ვაჟიშვილის შეძენა მიულოცეს, პატარა თომას ნაკრების მაისური, პრეზიდენტს კი, ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ფეხბურთელებს დაემშვიდობა

ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა. 33 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ცხოვრებაში არ მქონია ასთმა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და დღესდღეობით უზბეკური “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქართველმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კაჭარავამ “სამტრედია” დატოვა

საფეხბურთო გუნდი “სამტრედია” კახა კაჭარავამ დატოვა. გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრტნელი “სამტრედიიდან&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევროპული საქართველო” ფედერაციას: “სტადიონი პარლამენტის გვერდით არ ააშენ

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, საფეხბურთო მოედნები პარლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “რეალი” იმ ადგილებს უნდა კოცნიდეს, სადაც ბეილი დადიოდა”

გარეტ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას აკეთებს უელსელი ფეხბურთელის მადრიდულ კარიერასთან დაკავშირებით. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ ედეგორი კორონავირუსით დაინფიცირდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ As ავრცელებს Onda Madrid-ის ცნობებზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და უზბეკური “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” მორატა ინათხოვრა

მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის “იუვენტუსში” გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულება ერთი სეზონის გ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება დე ლიხტის მეგობარი გოგონა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიხტს მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ანეკი მოლენარი ჰქვია. გთავაზობთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესტონეთში 16 წლის ფეხბურთელი 13 წამში შეცვალეს

20 სექტემბერს, ესტონეთის ჩემპიონატში “ლევადიამ” საკუთარ მოედანზე “ნიმე კალიუ” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანკავა და კვეკვესკირი “ტობოლს” დატოვებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვის შეუცვლელი წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ყაზახურ “ტობოლს” დატოვებენ. “ტობოლს&...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძე რჩება, ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ…”

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “იმედია, ბეილი “რეალში” აღარ დაბრუნდება, იქ მას არ აფასებდნენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, 2020/21 წლების სეზონს ლონდონის “ტოტენჰემში” გაატარებს. შეგახსენებთ, რომ უელსელი შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

განრისხებული სუარესი პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს

ლუის სუარესი განრისხებულია. ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის დამოკიდებულებით და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. როგორც ...
წაკითხვა