საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 22, 2018

22 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშია პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ფეხბურთის ფედერაციაში ვიტალი დარასელიას შვილებს გადასცა.

“ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის ასი წლის საიუბილეო კვირეული და ბუნებრივია, რომ ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ ადამიანების განსაკუთრებულ ღვაწლს, ვინც ჩვენ ყველას გვეამაყება და ვინც გვაერთიანებს.
ქართული საზოგადოების ერთერთი გამორჩეული ნაწილი იყვნენ და არიან ჩვენი სპორტსმენები და განსაკუთრებით, კი ფეხბურთელები.

როდესაც თქვენ იმარჯვებდით, იმ მომენტში, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება. იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც მართალია, არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა თავისი გამარჯვების, წარმატებისა და ბრძოლის უნარს. გვახსოვს, რომ ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის მომენტიც, რომ ეს დღეები საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის დღეებად გამოაცხადა, დაუვიწყარია ის ემოცია, რასაც აკეთებდა ვიტალი დარასელია მოედანზე, ეს ემოცია იყო რამაც კიდევ უფრო წელში გაგვმართა და იმის შეძლება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამ ღვაწლის აღსანიშნავად, ჩვენი ზეიმის გასაძლიერებლად, მინდა, ბატონი ვიტალი დარასელია დავაჯილდოვო ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ და ეს ჯილდო გადავცე მის შვილს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

„პრეზიდენტის აქ მობრძანება ჩვენთვის საამაყოა. განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ჩვენთან იმყოფება. ვიტალი დარასელიას ღირსების ორდენით დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ასეთი ნაბიჯებით ადამიანების დაფასება ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ჯილდოვდებიან სპორტის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ფეხბურთის წარმომადგენლები. ქართული საფეხბურთო ოჯახის სახელით მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს“ – ლევან კობიაშვილი.

 

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნიკოლო ბარელა: “ინტერმა” დაამტკიცა, რომ “მილანზე” ძლიერია”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Inter vs Milan | Zlatan Ibrahimovic (RED CARD) 59' pic.twitter.com/WOuLZ8sxO7 — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი – პირველად ქართულ ფეხბურთში!

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” პირველი საფეხბურთო აკადემია გახდა საქართველოში, სადაც ყველა ბავშვი გადასახადისგან გათავისუფლდა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო IBRAHIMOVIC OUVRE LE SCORE !! #InterMilan pic.twitter.com/wVxqpF30I9 — Le Football en VOD XX […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოდან” 5 ფეხბურთელი წავიდა

ქუთაისის “ტორპედოდან”, ოფიციალური ინფორმაციით, 5 ფეხბურთელი წავიდა. გიორგი ფანცულაია (ბათუმის დინამო), გიორგი ჯანელიძე (თელავი), სოსო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა დატოვა

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა ვაგნერ გონსალვესმა დატოვა. გონსალვეში კარიერას უკრაინულ “დნიპრო-1-ში” გააგრძელებს, რომელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: თომას ტუხელი “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დაინიშნა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ოჯახის წევრებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. ამ ინფორმაციას “კანალ +”-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

25 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პორტუ” სტუმრად “ფარენსეს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიში” დანიშვნამდე – რას წარმოადგენს “გერმანელი პროფესორი”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლოდნონის “ჩელსიში” ფრენკ ლამპარდის აწ უკვე ყოფილ სავარძელს ტომას ტუჰელი დაიკავებს. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარსელონას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის ფინანსური ანგარიშის საბუთები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს კორონავირუსის პანდემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე, შესაძლოა, “ლივერპულში” აღმოჩნდეს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები მბაპეს გარშემო მიმდინარე მოვლენებს წყნარად აკვირდებიან. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოიესის გაფრთხილება: “მის შესაძენად ინგლისის ბანკის ფული არ გეყოფათ”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, იხუმრა, რომ “ჩელსის” ინგლისისა და შოტლანდიის ბანკებში არსებული თანხაც [&helli...
წაკითხვა