საქართველოს პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილი წყალში დახრჩობით გარდაიცვალა

თარიღი: ივლისი 10, 2020

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადება გამოქვეყნა და ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.


მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან.”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კროოსი: “როცა იოზილი გავაკრიტიკე, ბევრმა ფაშისტი მიწოდა”

მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მესუთ იოზილის შესახებ გაკეთებული კომენტარის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამომ” ვერ მოიგო, “დინამომ” მარტივად მოიგ

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში “ტორპედომ” “დინამო თბილისი” მიიღო 0-2 დამარცხდა. მე-15 წუთზე “ტორპედოს” მეკარე დინო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ სებისკვერაძის საოცარი გოლი სომხეთის ნაკრების კარში (ვიდეო)

საქართველო 5:0 სომხეთი არჩილ სებისკვერაძის გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზომ მარიუ რუი ვარჯიშიდან გააძევა

“ნაპოლის” მცველმა მარიუ რუიმ საწვრთნელი პროცესი ვადაზე ადრე დატოვა. იტალიური წყაროების თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი მეკარეს დაემალა, ბურთი აართვა და გოლი გაუტანა (ვიდეო

“არისი” – “ოლიმპიაკოსი” ანდრეას ბუჩალაკისის გოლი “არისის” კარში იხილეთ ვიდეო Andreas Bouchalakis just scored...
წაკითხვა
ფეხბურთი

შიროკოვი: “ზენიტს” ხვიჩა კვარაცხელიას ტიპის ფეხბურთელი სჭირდება”

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ყოფილმა წევრმა, რომან შიროკოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკუთარი მოსაზრება ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰის რეაქცია, როცა ის იურგენ კლოპმა შეცვალა

4 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენ კლუბს აქვს პრემიერ ლიგა მოგებული?

1992 წლის 20 თებერვალს 22-მა ინგლისურმა კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენთან” პიკეს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, “ბარსელონამ” დიდი დარტყმა მიიღო. პარიზში გასამართ მატჩს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “კრიშტიანუს წასვლამ ახალი როლის შესრულების შანსი მომცა”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა შემტევმა, კარიმ ბენზემამ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შედეგებზე ისაუბრა. როგორც იცით, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის”

“ლივერპული” პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჩელსისთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1). ეს ზედიზე მეხუთე მარცხი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” სახლში ზედიზედ ხუთჯერ ისტორიაში პირველად დამარცხდა

მერსესაიდული “ლივერპულის” კრიზისი გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ენფილდზე” ლონდონის “ჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი”, “ბარსელონა” და კიდევ 2 კლუბი ესპანეთის მთავრობისგან უკანო

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოთხი ესპანური საფეხბურთო კლუბი საგადასახადო შეღავათების სახით სახელმწიფო დახმარებას უკანონო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა

48 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა. სიჭინავამ კარიერა 1990 წელს […]...
წაკითხვა