საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

თარიღი: თებერვალი 21, 2019

დღეს ნიონში, ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-5 კალათაში იყო მოთავსებული ევრო 2021-ის მე-2 შესარჩევ B ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.

წილისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგა, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესარჩევი ჯგუფის მატჩები, მიმოსვლითი ფორმულით, 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წელს, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევრო 2021- ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, მასპინძელი ინგლისის ჩათვლით 48 გუნდი იყო დარეგისტრირებული. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველად, ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.

ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ:

ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი:

2019 წელი

26 აგვისტო – 3 სექტემბერი

30 სექტემბერი – 8 ოქტომბერი

4-12 ნოემბერი

2020 წელი:

2–11 მარტი

6–14 აპრილი

1–9 ივნისი

14–22 სექტემბერი

2020 წლის 25 სექტემბერი – ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.

19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.

2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.

2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ უეფას შტაბ-ბინაში, ქალთა შორის ევრო 2021-ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა – 48 გუნდია დარეგისტრირებული. მონაწილეთა შორის არის ინგლისი, რომელიც ფინალურ ეტაპს, 2021 წლის ივლისში უმასპინძლებს. შესაბამისად, ის წილისყრაში არ მონაწილეობს.

კენჭისყრაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მე-5 კალათშია გადანაწილებული ფარერის კუნძულების, მალტის, მაკედონიის, ესტონეთის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და კოსოვოს გუნდებთან ერთად.

1 კალათი: საფრანგეთი*, გერმანია*, ჰოლანდია* (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი*, შვედეთი*, ნორვეგია*, შვეიცარია, შოტლანდია*, იტალია*

შენიშვნის სახით, *-ით აღნიშნულია ის გუნდები, რომლებიც ფიფა-ს 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ.

2 კალათი: ავსტრია, დანია, ისლანდია, ბელგია, რუსეთი, უელსი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა

3 კალათი: პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი, რუმუნეთი, სერბეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელორუსი

4 კალათი: თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ჩრდ.ირლანდია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ალბანეთი, მოლდოვა

შესარჩევი ეტაპიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც, 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ აგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებთან).

ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 6 გუნდი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო 3 მონაწილეს გამოავლენს.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თემურ ჩოგაძე: “ახალი მწვრთვნელი მოვიდა და “ლოკომოტივთან” უნდა მოვიგოთ

ეროვნული ლიგის მე-10 ტურის პირველ შეხვედრაში “რუსთავი” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს. ორივე გუნდს სატურნირო მდგომარეობაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქალთა ლიგის ბომბარდირებს 2 ტურის შემდეგ ლანჩხუთელი ირინა ხაბურზანია ლიდერობს

23 აპრილს საქართველოს ქალთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. 2 ტურის შემდეგ, სამ გუნდს „ლანჩხუთს“, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაგნერ გონსალვეშის პასუხი: “საბურთალოში” არანაირი პრობლემა არ არის”

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულმა ლეგიონერმა, თბილისის “საბურთალოს” ლიდერმა, ვაგნერ გონსალვეშმა Fanebi.com-თან ბოლო დროინდელ მოვლენე...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრობლემა: გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ლიდერს, გიორგი ჩაკვეტაძეს კვლავ მუხლი აწუხებს. ბელგიური პრესის ცნობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერ სამსონ ფრუიძე და ბათუმელი მფრინავი – ეროვნული ლიგის პირველი წრის გამორჩეულები

გუშინ ეროვნული ლიგის მე-9 ტური დასრულდა და ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. სიმბოლურში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხსნელი დაბრუნდა! “რუსთავში” ისევ კილასონია

საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან გუნდს ვარლამ კილასონია გაწვრთნის. შეგახსენებთ, კილასონია გასული […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა: მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში 12 გოლი და 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. ლიდერებიდან მხოლოდ “საბურთალომ” და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” შეუჩერებელია, “დილამ” და &#

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ დღეს 3 შეხვედრა გაიმართა. 16:00 საათზე ბოლნისის “სიონმა” “საბურთალო” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძემ სპალ-თან მატჩში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” საკუთარ მოედანზე სპალ-ს მასპინძლობს. ქართველი თავდამსხმელი თამაშში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ დვალიშვილმა 5 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

20 აპრილს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბოლნისის “სიონი” საკუთარ მოედანზე “საბურთალოს” დაუპირისპირდა და [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუკა დავითაშვილის ულამაზესი ჯარიმა “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე 1/8 ფინალში “ლოკომოტივი” მადრიდის “ატლეტიკოს” ეთამაშება და პირველ ტაიმში ანგარიში 1-1. ან...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, საქართველოს თავით ყიფიანის სახელობის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მედია: გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიური პრესის ინფორმაციით, “გენტის” ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჩაკვეტაძეს “გენტთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდი “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება

საქართველოს 19-წლამდე ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ებრალიძე და შულაია – ვაისი ნაკრებში ახალ ფეხბურთელებს იწვევს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უახლოესი მატჩებისთვის, შესაძლოა, 2 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრთნელი [&helli...
წაკითხვა