საქართველოს ქალთა ნაკრების ღია ვარჯიში
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ივნისს, ლევან ბაჯელიძის გუნდმა ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ღია ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)
მცველები: ნინო სუთიძე (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე, თბილისი), მარიამ ჯანიკაშვილი (კაპრერა, იტალია)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარაგიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (კატანია, იტალია), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (პაოკი, საბერძნეთი), თამრიკო სალუქვაძე (ლანჩხუთი), ანა კულდონაშვილი (კარპერა, იტალია)
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (იზმირ ქონაკ ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (ედნისტ-პლისკი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ანა პოღოსიანი (ჩხოროწყუ)
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 და 17 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.