საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ რაგბის კავშირში საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენის შესახებ განცხადებები შეიტანეს.
გთავაზობთ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას:
“გუშინ, 21 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირში შემოვიდა ბატონების – ირაკლი აბუსერიძის და ბაჩო ხურციძის განცხადებები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილებით, 2020 წლის 30 იანვარს შედგება საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტოარჩევნები.
გარდა 21 იანვარს დარეგისტრირებული კანდიდატებისა, არჩევნებში მონაწილეობას იღებსსაქართველოს რაგბის კავშირის მმოქმედი პრეზიდენტი ბატონი გოჩა სვანიძე.
პრეზიდენტი არჩეული იქნება ყრილობაზე დამსწრე კავშირის ნამდვილ წევრთა ხმისუბრალო უმრავლესობით.”