საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა. სადებიუტო ვარკიში ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე შედგა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საკლუბო მატჩების გამო გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან და სავარჯიშო პროცესში 29 აგვისტოს ჩაერთვებიან. ტრავმის გამო დღევანდელი ვარჯიში ჯიმი ტაბიძემ და გიორგი ლორიამ გამოტოვეს. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ნაკრებთან ერთად დღეს პირველი სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხვალიდან სავარჯიშო პროცესში თბილისის “დინამოს” წევრი ნუკრი რევიშვილიც ჩაერთვება.
29 აგვისტოს ეროვნული გუნდი ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.
გაგაცნობთ ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობას
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში,აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.
საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
Gff.Ge